სენი სახელად გაუნათებლობა!

მოგესალმებით მეგობრებო,  მკითხველებო და კრიტიკოსებო!

მინდა გესაუბროთ, ერთ ფრიად მნიშვნელოვან საკითხზე, მას სახელად უდენობა ქვია.

მართლია ჩვენი ქალაქი , სრულყოფილად განათებულია და ღამით ულამაზესი ხედის ფონზე შეუძლია ადამიანს ისეირნოს, დატკბეს ქუთისის მშვენებითა და ხალხის სიყვარულით, მაგრამ ეს მხოლოდ იმათთვის ვინც ცხვირს წინ ვერაფერს ხედავს, ხოლო ვინც ვიხედებით “იმის იქით”, გვაწუხებს სხვადასხვა საკითხი, მეტიც ეს დისკომფორტს გვიქმნის , არამარტო ჩვენ არამედ ჩამოსულ სტუმარსა თუ ტურისტს.

რაშია საქმე? კარგიდავიწყებ!

ქუთაისის აეროპორტი ყველამ კარგად ვიცით, განთქმულია მისი მშვენებით და დაბალი ფასებით, ამიტომ ადამიანები (და არამარტო) ხშირად სარგებლობენ აღნიშნული აეროპორტით, ამისათვის კი საჭიროა ჩამოვიდნენ ქალაქ ქუთაისში, გადაიეირნონ სამტრედიის ხიდზე და  გამოეშურონ აეროპორტისაკენ, თუმცა თუ ეს ხდება ღამით,  აშკარად შეაწუხებს მოგზაურს, გაუნათებლობა, იმ გზისა რომელზეც მიდის, მთვარი გზა არის აბსოლიტურად ჩაბნელებული, ქვიტირიდან დაწყებული სამტრედიის შესასვლელამდე, იქეთ კი იზრუნეს სამტრედიელებმა თვიანთ თავზე.

მეგობრებო ჩემი მიზანია აღმოიფხვრას ეს პრობლემა, მითუმეტეს მაშინ, როცა აღნიშნულ გზაზე სიარულის დროს  , შევამჩნევთ რომ მეორეხარისხოვან გზებზე, (ჩიხებში), გზა სრულიად უზრუნველყოფილია განათებით, მთვარი გზა კი სრულიად საპირისპიროდ არის, ეს კი აშკარად მეტყველებს მთავრობისა თუ ჩვენი საყვარელი მერიის ვარგისიანობაზე.

გთხოვთ ღმის 10 საათის შემდეგ წახვიდეთ აეროპორტისკენ და თქვით რამდენ პრობლემას შეხვდებით, არა აქ არამედ თქვენს მეგობრებში.

რატომ არ აკეთებენ განათებას? პასუხი მარტივია, ეს გზა ნაწილობრივ ქუთაისს ეკუთვნის, ანწილობრივ წყალტუბოს რაიონია სოფელი და ნაწილობრივ აეროპორტის საზრუნავია, ხოლო ეს 3 “რამ”, ვერ ახერხებს ერთმანეთსი მოლაპარაკებას და ფინანსების გაყოფას, ეს კი დამატებით ეჭვს მბადებს რომ, ისევ უუნარო შიდა დიპლომატებთან გავქვს საქმე.

Advertisements
Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი

უამინდობა ქუთაისში და მერიის სიყოჩაღე

მოგესალმებით!
წლებია მოსახლეობა ნატრულობს კარგ და სასიამოვნო თოვლს, მიზეზი კი  წვიმანარევი თოვლია.  რაც ქალაქში იწვევს , ეგრედ წოდებულ “თოვლჭყაპს”. 2015 წლის მიწურულს და 2016 წლის დასაწყისს, ქალაქს ეღირსა ნამდვილი, მშრალი თოვლი, რომელმაც გამოიწვია გზების მოყინვა, შესაბამისად დაზიანება, ზედმეტი ხარჯები და მოსახლეობის გახარება. ეს უკანასკნელი ყველაზე მეტად უნდა გვიხარდეს, რადგან არც ისე ხშირად ვართ ბედნიერები მოდი ვაღიაროთ!

მერიაში თოვლი ხარჯებთან ასოცირდება, რაც ბუნებრივია, მაგრამ მთავარია როგორ იზრუნებს ჭარბთოვლიანობისა და მოყინვის წინაარმდეგ მერია, რა ზომებს მიმართავს, ან მიმართავს კი საერთოდ რაიმეს?

კითხვებზე პასუხი მარტივია, ჩვენმა მერიამ იზრუნა ქალაქზე და  მოსახლეობაზე, თავაუღებლად მუშაობენ რათა ქუთაისლებმა და არამარტო , მშვიდობიანად იმგზავრონ როგორც ტრანსპორტით ასევე ფეხით. ამ ყველაფრისთვის დიდი მადლობა თქვენ.

მერე რა რომ საახალწლო განათება (მოწყობა)არცთუ ისე კარგი იყო, სამაგიეროდ სწრაფი და საკმაოდ კარგი რეაგირება მოახდინეთ ქალაქში არსებულ პრობლემებთან მიმართებაში.

ერთი საკითხი რაც მაღელვებს,  ცოტა ქალაქგარეთ, კერძოდ კი სოფლებისკენაც გაიხედეთ, უჭირთ გადაადგილება მანქანებს, სამტრედიის ხიდს იქით განსაკუთრებით!

Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი

წარმატებული მუშაობა მერიაში!

მოგესალმებით მეგობრებო!
დღეს ფრიად საინტერესო აზრმა დაისადგურა ჩემში. ეს აზრი ეხება არც მეტ არც ნაკლებ, ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურს და არამარტო მას. . .
მოკლედ გეტყვით, მოდი ჩამოვაყალიბოთ სრული უგუღმართი მმართველობა, (თუ უკვე არარის), ეს როგორ? აი მაგალითად , თუ ქალაქში გზებია რის გასაკეთებელი და მინიმუმ სანიაღვრე სისტემა არ არის გაკეთებული, ხო შეიძლება მოვიდეს წვიმა და დაიტბოროს ქალაქი? დიახ შეიძლება, მაშინ ამ პრობლემის გადაჭრის მაგივრად, ავირჩიოთ ერთი რომელიმე უბანი და დავახარჯოთ მას 27 მილიონი, სხვა თუ არაფერი ერთი უბანი ხო მაინც იქნება გაკეთებული ჰა? რასიტყვით? ანდა იმუბნის მაცხოვრებლ;ების ხმა ხო თქვენი იქნება? მგონია რარის ცუდი იდეა? იმედია ამ სისულელის მოფიქრება არ დამასწრეს 🙂 🙂 🙂 იწვიმე ქუთაისში იწვიმე, ჩვენ ყველაფერი მზად გვაქვს რათა გავუმკლავდეთ უამინდობას … ჩვენ გვყავს ამისათვის მერია!

Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი

სენი სახელად : პიარი

ორიოდე სიტყვით დავიწყებ ჩემი მოსაზრებით.

ტიპიური მცდელობა , ყურადღების მიქცევის. არ მიკვირს ეს ხომ საქართველოა 🙂 ახლა გამოვლენ და იტყვიან არიქა ვითომ მართლმადიდებლებიო , სხვისდასანაად რომ სწამთ ღმერთიო და მამაოები რო ჯიპებით დადიანო აი იმათ საწინააღმდეგოდ არის ეს ნახატიო, ან რაღაც მსგავს უსუსურ ასოცირებას მოახდენნე. მოდით იცით რაა , ღმერთმა (რომლის არსებობისაც ამ ჩარცოს შემქმნელს სჯერა , ) უკეთ იცის ვინ რას და როგორ იმსახურებს და დაატიეთ ერთიადგილები რა .:@
ახალი იდეები შემოქმედებაში მომწონს , მაგრამ ახალი სიდებილე არა :-*

თვით ამ ნახატის კიარადა ჩარჩოს შემქმნელი ამგვარად “ბოდიალობს”…

 „თვითმკვლელი ღვთისმშობელი“ – პროვოკაციული ნახატის ავტორი ლია უკლება „კვირასთან“ პირველ კომენტარს აკეთებს. თვითნასწავლი მხატვარი ამბობს, რომ მისი მიზანი რელიგიის შეურაცხყოფა არ ყოფილა.
ლია უკლება ნახატის შინაარს განმარტავს. „თქვენ არ ხართ ღირსი, გაგიჩინოთ ღმერთი“ – მხატვრის მიერ დახატული ღვთისმშობელი სწორედ ამ სიტყვებით მიმართავს საზოგადოებას.
„ეს არის ჩემი დამოკიდებულება იმ ფსევდომართლმადიდებლობის, ფსევდოქრისტიანობის და ფსევდორელიგიის მიმართ, რაც დღეს ხდება რელიგიის სახელით მსოფლიოში.
ზუსტად ამასთან დაკავშირებით იყო ჩემი დამოკიდებულების გზავნილი მარიამის სახით – „თქვენ არ ხართ ღირსი, გაგიჩინოთ ღმერთი“. ეს იყო გამოფენა – კონფერენცია ილიაუნიში, სადაც  მე და ქრისტინე რობაქიძე ვმონაწილეობდით. თემა იყო სუბალტერნი. წარმოდგენილი მქონდა  6 ნამუშევარი, მათ შორის ერთ-ერთი ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით იკლავს თავს.  ამ ნახატით აზრადაც არ მომსვლია, ვინმეს შეურაცხყოფა და, რა თქმა უნდა, არავისთვის, მითუმეტეს მართლმადიდებლობისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია.

20424_1057479610947710_6782458277800478511_n

– თბილისში გამოფენა პირველად გქონდათ?

– არა, თბილისში მეორე გამოფენა იყო. მარჯანიშვილზე, არტ-ავენიუზე პერსონალური გამოფენა მქონდა. მაშინაც იყო იქ ჩემი მარიამი, მაგრამ ასეთი გამოხმაურება არ მოჰყოლია.

– როგორ ფიქრობ, რატომ მოჰყვა ახლა ნახატს ასეთი უარყოფითი გამოხმაურება, იმის გამო ხომ არა, რომ ახლა გამოფენის ადგილი უნივერსიტეტია?

– არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. უბრალოდ ნამუშევარია ისეთი ტიპის, რომ აუცილებლად მოჰყვება ხოლმე არაერთგვაროვანი შეფასებები. მე მომწონს და მიხარია, რომ არ არსებობს საზოგადოებაში ერთი აზრი და თუ  ჩემი ნამუშევარი კამათს გამოიწვევს, ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. ექვსი წელია, რაც ჩემი ნამუშევრები იფინება და ვხატავ. ჩემი თვითმიზანი არ ყოფილა პროვოკაციული თემები. ნამდვილად არ მიფიქრია, თუ ამით ვინმეს რაიმე მორალურ ზიანს მივაყენებდი. თუ დაფიქრდებიან, ყველა მიხვდება, რომ აქ შეურაცხმყოფელი არაფერი არ არის.

„კვირა“ ილიაუნის დაუკავშირდა, თუმცა მათ კომენტარი არ გააკეთეს. 

Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი

თბილისის ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის მოდელირება 2015

,,ახალგაზრდები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის” იწყებს მონაწილეთა შერჩევას უპრეცედენტო პროექტისათვის ,,თბილისის ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის მოდელირება 2015″-სათვის

აღნიშნული ახალგაზრდული პროექტი ტარდება პირველად მთლიანად ევროპის მასშტაბით და ქართველ ახალგაზრდებს ეძლევათ შანსი გახდნენ უნიკალური პროექტის მონაწილენი.

,,თბილისის ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის მოდელირება 2015″ არის პროექტი რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს სამი დღის მანძილზე ჩაერთონ საკომიტეტო სამუშაოებში, გაეცნონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მუშაობის პრინციპებს, მიიღონ მონაწილეობა ფორმალურ და არაფორმალურ დისკუსიებში.

პროექტის დასკვნით, მესამე დღეს თითოეული კომიტეტი ასამბლეაზე წარადგენს სარეზოლუციო დოკუმენტს და იმსჯელებენ მიღება/არმიღების საკითხზე.

პროექტი საშუალებას მისცემს თითოეულ მონაწილეს:
• გაიუმჯობესონ მოლაპარაკებისა და საჯარო გამოსვლების უნარები

• გაიღრმავონ ლიდერული თვისებები

• ახლოს გაიცნონ ჯანმოს მუშაობის პრინციპები

• მიიღონ მეტი პრაქტიკული გამოცდილება

• გაიცნონ და დაუახლოვდნენ მათსავით მოტივირებულ და აქტიურ თანატოლებს.

თარიღი: 28 29 და 30 ნოემბერი
ასაკი: 16-25
სამუშაო ენა: ქართული
Dress Code: ოფიციალური

,,თბილისის ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის მოდელირება 2015″-ის საკომიტეტოს სესიებს უმასპინძლებს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია

პროექტში მონაწილეობის საფასური: 35 ლარი

მონაწილეობის საფასური ფარავს მთელი პროექტის განმავლობაში საკანცელარიო ნივთების, კვების, ორენოვანი სერტიფიკატისა და ყველა სხვა საჭირო ღონისძიებებისა თუ აქტივობების საფასურს:

შენიშვნა: თითოეული აპლიკანტი მონაწილეობის საფასურს იხდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გაივლის შესარჩევ ეტაპს. შერჩევის შემდეგ, თუ დელეგატი საკუთარი სურვილით გადაიფიქრებს პროექტში მონაწილეობას, გადახდილი თანხა უკან არ დაუბრუნდება. კომიტეტის ხელმძღვანელებისთვის, ორგანიზატორებისთვის და ჟურნალისტებისთვის მონაწილეობა არის უფასო !

დელეგატობის მსურველებმა შეავსეთ აპლიკაცია მოცემულ ლინკზე. აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 15 ნოემბერი

https://docs.google.com/forms/d/1HtliFe-q5lnUGU7nHzB6topyZWZZFuWYjyhxHfcZclM/viewform?usp=send_form

კომიტეტის ხელმძღვანელობის მსურველებმა შეავსეთ აპლიკაცია მოცემულ ლინკზე, აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 5 ნოემბერი

https://docs.google.com/forms/d/1-M2nX-DrZ_qghYR8hk2b7rN4PNNnOOcsOBYO_c3YwPI/viewform?usp=send_form

ორგანიზატორობის მსურველებმა შეავსეთ აპლიკაცია მოცემულ ლინკზე, აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა 15 ოქტომბერი

https://docs.google.com/forms/d/1TEkuTEmc6_HMv1mEIw8a_VGIkW-0nkK1L8lkIKKACvA/viewform?usp=send_form

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
Email – youthforwho@gmail.com
Facebook – www.facebook.com/youthforwho
მობილური ტელეფონი – +995 591 11 45 33 – დავით შოვნაძე

განაცხადი დელეგატებისთვის

https://docs.google.com/a/agruni.edu.ge/forms/d/1HtliFe-q5lnUGU7nHzB6topyZWZZFuWYjyhxHfcZclM/viewform

Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი

დაყენდეს ვიდეო კონტროლი, ზებრა გადასასვლელებზე!

ქუთაისის მერიის პრესსამსახურის თქმით :

ქუთაისში საგზაო ნიშნების დახაზვა მიმდინარეობს
ფოლკლორის სასახლესთან, გალაკტიონ ტაბიძისა და აღმაშენებლის გამზირის გადაკვეთაზე, წერეთლისა და მანდარიას ქუჩების კვეთაზე, ასევე აბაშიძისა და შარტავას ქუჩების გადაკვეთაზე ახალი შუქნიშნები უკვე დამონტდა.

როგორც მივხვდი ჩვენი საყვარელი მერია და თავად მერიც ზრუნავს მოსახლეობაზე და ქვეითად მოსიარულეთათვის. მაგრამ მაინტერესებს ჯერ ჯარიმების წერა რატო დაიწყეთ და შემდეგ დამზადება მოცემული გადასასვლელების ?:)))  როგორ მაკვირვებს თქვენი ეს ქმედებები.  თუმცა აქვე ავღნიშნავ, რომ მოცემული გადასასვლელების არსებობა ქალაქში შეამცირებს ავარიულ სიტუაციებს და ქვეითად მოსიარულეთა ინტერესებს მართლაც დაიცავს, მიუხედავად ამ დაცვისა სურვილი მაქვს აღნიშნულ გადასასვლელებთან დაიდგას ვიდეო კონტროლი რათა ნებისმიერი მანქანა რომელიც დაარღვევს წესრიგს იქნას დაჯარიმებული. იმედია გაითვალისწინებთ ჩემს სურვილსა და რჩევას :-*

11866489_1616225615313448_9195588330716640770_n 11898668_1616225625313447_7896866705166227319_n

Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი

“მადლობა” ქუთაისის მერიას

რამდენიმე დღის წინ , კერძოდ 18 ივლისს, ქალაქ ქუთაისში იგეგმებოდა არაჩვეულებრივი კონცერტი, რომელსაც რუსთვი 2 უწევდა ორგანზიებას.  გაკეთდა რეკლამა, შეწუხდა უამრავი ადამიანი რათა ეს დღე ქუთაისისთვის ლამაზი და მხიარული ყოფილიყო. როგორც წესია წარმომადგენლებმა მიწერეს ქუთისის მერიას თხოვნით რომ სურვილი ჰქონდათ ჩაეტარებიათ კონცერტი აღნიშნულ დღეს, ამ თხოვნაზე ,  “როგორც საღად მოაზროვნე ადამიანი”, ქუთისის მერიამაც თანხმობა განუცხადა რაც დამეთანხმებით არაა გასაკვირი.  მინდა სწორედ ამ თანხმობის გამო მოვუხადო მათ მადლობა 🙂 თქვენ ეს შეძელით და ეცადეთ რომ ხალხისთვის გეზრუნათ ❤ .

მერე რა რომ რამდენიმე დღეში უარის წერილი მიწერეთ რუსთვი 2_ს , მერე რა რომ შეარცხვინეთ თქვენივე სახელები, მერე რა რომ თქვენი სიტყვის პასუხისმგებლები არ ხართ, მერე რა რომ უამრავი ადამიანის წინაშე ქუთაისი დასაცინად გახადეთ, მერე რა რომ თქვენ არიზრუნეთ ხალხის სიამოვნებაზე. მთავარია რომ თქვენ თქვენს დანაპირებს ასრულებთ და გზებს აგებთ, მთავავარია რომ თქვენ გაწერილ ბიუჯეტს არ არღვევთ, მთავარია  თქვენ დაამტკიცეთ  რომ თქვენი სიტყვა კანონია 🙂 ეხ საბრალო ქუთაისო მერე რა რომ ზამთარია 🙂 უი თუ ეგეც არარის 🙂 თუმცა ეს რა მერიის გადასაწყვეტია , კიდევ კარგი რომ ეს ბუნების გადასაწყვეტია თორე არც მზე და არც ძამთარი არ გვექნებოდა სარემონტო სამუშაოების გადამკიდე 🙂

მადლობა მერი!

“შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!
მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,
სანდომიან ცის ელვა და ფერი
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!”

Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი