ზრუნვა ხალხზე

მოგესალმებით მეგობრებო!
უკვე რამდენი თვეა მიდის ქუთაისის გზების რეაბილიტაცია, საკმაოდ სასიამოვნო დასანახია როცა რაღაც ახალს აკეთებენ, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი დრო…
ეს დრო კი გავიდა…
არაფერს ვამბობ 3 ჯერ ერთიდაიგივე ადგილზე ამოჭრილ შემდგომში კი დაგებულ გზაზე, რომელიც 2 დღის შემდეგ ისევ ამოჭრეს რადგან მილების დაერთება დავიწყებიათ და წყალმა ამოჟონა, არც უხარისხოდ დაგებულ გზებზე ვამბობ არაფერს, სადაც ოდნავი წვიმის შემდეგაც კი წყალი დგება და საკმაოდ არასასიამოვნოა მასზე მანქანით გადადგილება როცა ქვეითი იქვე დგას აუცილებლად რომ წყალი ესხმება…
საქმე რაშია?!…
ქალაქის მესამედი გადათხრილია, შემოვლითი გზებით გვიშვებენ საპატრულოს თანამშრომლები იმ გზაზე სადაც ამჟამად რემონტიან გზაზე ბევრად უარესია, დალეწილია, დაჩეხილია როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა,  და ამ ყველაფერზე მთავრობა ურცხვად გვეუბნება რომ თურმე ქალაქის კეთილმოწყობისთვის ხდება და ლოიალურები უნდა ვიყოთო, კარგი ვიყავით ლოიალურები და გავუგეთ, ვიცადეთ 2 კვირა და ბჟოლებში ელდეპოს მიმდებარე ტერიტორიაზე გზა გაიხსნა … გაიხსნა რაა უფრო დანგრეული დაგვიტოვეს ვიდრე იყო, ისეთი ორმოებია და ოღროჩოხრო გზა თვით მანქანასაც კი ეშინია გასვლა და თვითონვე ამუხრუჭებს 😀
ჰოო სასაცილო არა მაგრამ სასაცილოა ასეთი უნიათო მოხელეები ჩვენს ქალაქში…

Advertisements
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s