სენი სახელად : პიარი

ორიოდე სიტყვით დავიწყებ ჩემი მოსაზრებით.

ტიპიური მცდელობა , ყურადღების მიქცევის. არ მიკვირს ეს ხომ საქართველოა 🙂 ახლა გამოვლენ და იტყვიან არიქა ვითომ მართლმადიდებლებიო , სხვისდასანაად რომ სწამთ ღმერთიო და მამაოები რო ჯიპებით დადიანო აი იმათ საწინააღმდეგოდ არის ეს ნახატიო, ან რაღაც მსგავს უსუსურ ასოცირებას მოახდენნე. მოდით იცით რაა , ღმერთმა (რომლის არსებობისაც ამ ჩარცოს შემქმნელს სჯერა , ) უკეთ იცის ვინ რას და როგორ იმსახურებს და დაატიეთ ერთიადგილები რა .:@
ახალი იდეები შემოქმედებაში მომწონს , მაგრამ ახალი სიდებილე არა :-*

თვით ამ ნახატის კიარადა ჩარჩოს შემქმნელი ამგვარად “ბოდიალობს”…

 „თვითმკვლელი ღვთისმშობელი“ – პროვოკაციული ნახატის ავტორი ლია უკლება „კვირასთან“ პირველ კომენტარს აკეთებს. თვითნასწავლი მხატვარი ამბობს, რომ მისი მიზანი რელიგიის შეურაცხყოფა არ ყოფილა.
ლია უკლება ნახატის შინაარს განმარტავს. „თქვენ არ ხართ ღირსი, გაგიჩინოთ ღმერთი“ – მხატვრის მიერ დახატული ღვთისმშობელი სწორედ ამ სიტყვებით მიმართავს საზოგადოებას.
„ეს არის ჩემი დამოკიდებულება იმ ფსევდომართლმადიდებლობის, ფსევდოქრისტიანობის და ფსევდორელიგიის მიმართ, რაც დღეს ხდება რელიგიის სახელით მსოფლიოში.
ზუსტად ამასთან დაკავშირებით იყო ჩემი დამოკიდებულების გზავნილი მარიამის სახით – „თქვენ არ ხართ ღირსი, გაგიჩინოთ ღმერთი“. ეს იყო გამოფენა – კონფერენცია ილიაუნიში, სადაც  მე და ქრისტინე რობაქიძე ვმონაწილეობდით. თემა იყო სუბალტერნი. წარმოდგენილი მქონდა  6 ნამუშევარი, მათ შორის ერთ-ერთი ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით იკლავს თავს.  ამ ნახატით აზრადაც არ მომსვლია, ვინმეს შეურაცხყოფა და, რა თქმა უნდა, არავისთვის, მითუმეტეს მართლმადიდებლობისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია.

20424_1057479610947710_6782458277800478511_n

– თბილისში გამოფენა პირველად გქონდათ?

– არა, თბილისში მეორე გამოფენა იყო. მარჯანიშვილზე, არტ-ავენიუზე პერსონალური გამოფენა მქონდა. მაშინაც იყო იქ ჩემი მარიამი, მაგრამ ასეთი გამოხმაურება არ მოჰყოლია.

– როგორ ფიქრობ, რატომ მოჰყვა ახლა ნახატს ასეთი უარყოფითი გამოხმაურება, იმის გამო ხომ არა, რომ ახლა გამოფენის ადგილი უნივერსიტეტია?

– არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. უბრალოდ ნამუშევარია ისეთი ტიპის, რომ აუცილებლად მოჰყვება ხოლმე არაერთგვაროვანი შეფასებები. მე მომწონს და მიხარია, რომ არ არსებობს საზოგადოებაში ერთი აზრი და თუ  ჩემი ნამუშევარი კამათს გამოიწვევს, ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. ექვსი წელია, რაც ჩემი ნამუშევრები იფინება და ვხატავ. ჩემი თვითმიზანი არ ყოფილა პროვოკაციული თემები. ნამდვილად არ მიფიქრია, თუ ამით ვინმეს რაიმე მორალურ ზიანს მივაყენებდი. თუ დაფიქრდებიან, ყველა მიხვდება, რომ აქ შეურაცხმყოფელი არაფერი არ არის.

„კვირა“ ილიაუნის დაუკავშირდა, თუმცა მათ კომენტარი არ გააკეთეს. 

Advertisements
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s