თბილისის ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის მოდელირება 2015

,,ახალგაზრდები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის” იწყებს მონაწილეთა შერჩევას უპრეცედენტო პროექტისათვის ,,თბილისის ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის მოდელირება 2015″-სათვის

აღნიშნული ახალგაზრდული პროექტი ტარდება პირველად მთლიანად ევროპის მასშტაბით და ქართველ ახალგაზრდებს ეძლევათ შანსი გახდნენ უნიკალური პროექტის მონაწილენი.

,,თბილისის ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის მოდელირება 2015″ არის პროექტი რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს სამი დღის მანძილზე ჩაერთონ საკომიტეტო სამუშაოებში, გაეცნონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მუშაობის პრინციპებს, მიიღონ მონაწილეობა ფორმალურ და არაფორმალურ დისკუსიებში.

პროექტის დასკვნით, მესამე დღეს თითოეული კომიტეტი ასამბლეაზე წარადგენს სარეზოლუციო დოკუმენტს და იმსჯელებენ მიღება/არმიღების საკითხზე.

პროექტი საშუალებას მისცემს თითოეულ მონაწილეს:
• გაიუმჯობესონ მოლაპარაკებისა და საჯარო გამოსვლების უნარები

• გაიღრმავონ ლიდერული თვისებები

• ახლოს გაიცნონ ჯანმოს მუშაობის პრინციპები

• მიიღონ მეტი პრაქტიკული გამოცდილება

• გაიცნონ და დაუახლოვდნენ მათსავით მოტივირებულ და აქტიურ თანატოლებს.

თარიღი: 28 29 და 30 ნოემბერი
ასაკი: 16-25
სამუშაო ენა: ქართული
Dress Code: ოფიციალური

,,თბილისის ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის მოდელირება 2015″-ის საკომიტეტოს სესიებს უმასპინძლებს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია

პროექტში მონაწილეობის საფასური: 35 ლარი

მონაწილეობის საფასური ფარავს მთელი პროექტის განმავლობაში საკანცელარიო ნივთების, კვების, ორენოვანი სერტიფიკატისა და ყველა სხვა საჭირო ღონისძიებებისა თუ აქტივობების საფასურს:

შენიშვნა: თითოეული აპლიკანტი მონაწილეობის საფასურს იხდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გაივლის შესარჩევ ეტაპს. შერჩევის შემდეგ, თუ დელეგატი საკუთარი სურვილით გადაიფიქრებს პროექტში მონაწილეობას, გადახდილი თანხა უკან არ დაუბრუნდება. კომიტეტის ხელმძღვანელებისთვის, ორგანიზატორებისთვის და ჟურნალისტებისთვის მონაწილეობა არის უფასო !

დელეგატობის მსურველებმა შეავსეთ აპლიკაცია მოცემულ ლინკზე. აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 15 ნოემბერი

https://docs.google.com/forms/d/1HtliFe-q5lnUGU7nHzB6topyZWZZFuWYjyhxHfcZclM/viewform?usp=send_form

კომიტეტის ხელმძღვანელობის მსურველებმა შეავსეთ აპლიკაცია მოცემულ ლინკზე, აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 5 ნოემბერი

https://docs.google.com/forms/d/1-M2nX-DrZ_qghYR8hk2b7rN4PNNnOOcsOBYO_c3YwPI/viewform?usp=send_form

ორგანიზატორობის მსურველებმა შეავსეთ აპლიკაცია მოცემულ ლინკზე, აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა 15 ოქტომბერი

https://docs.google.com/forms/d/1TEkuTEmc6_HMv1mEIw8a_VGIkW-0nkK1L8lkIKKACvA/viewform?usp=send_form

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
Email – youthforwho@gmail.com
Facebook – www.facebook.com/youthforwho
მობილური ტელეფონი – +995 591 11 45 33 – დავით შოვნაძე

განაცხადი დელეგატებისთვის

https://docs.google.com/a/agruni.edu.ge/forms/d/1HtliFe-q5lnUGU7nHzB6topyZWZZFuWYjyhxHfcZclM/viewform

Advertisements
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s