სამოქალაქო აქტივიზმის ახალგაზრდული ქსელი – თბილისი

ორშაბათს, 27 ოქტომბერს, თბილისის ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა ფილმის ჩვენება. ნაჩვენები იქნა ძალიან საინტერესო ფილმი “სხვათა ცხოვრება” .
ცოტა რამ ფილმის შესახებ: აღმოსავლეთ ბერლინი. ნოემბერი. 1984 წელი. აღმოსავლეთ გერმანიის მთავრობა ცდილობს,თავისი მმართველობის სიძლიერე სისტემის კონტროლით უზრუნველჰყოს. პარტიულ კაპიტანს, გრედ ვისლერს, დაწინაურების იმედი აქვს, ამ მიზნით ის აგროვებს ინფორმაციას დრამატურგ გეორგ დრაიმანისა და მისი მეგობარი მსახიობი ქალის შესახებ…
ფილმის დასრულების შემდეგ , გვქონდა დისკუსია , გავავლეთ პარალელები დღევანდელ რეალობასთან, იმაზე თუ როგორ უნდა მოვექცეთ ისეთ ადამიანებს რომლებსაც ქვეყნის წინაშე ბრალი მიუძღვით, თუმცა მათ დანაშაულის გამო აგეს უკვე პასუხი და უბრუნდბეიან საზოგადოებას.
დისკუსია საკმაოდ ხანგრძლივი გამოდგა, იყო განსხვავებული აზრი მოცემულ თემასთან დაკავშირებით.
მე პირადად კი ვფიქრობ, ადამიანს გამოსწორების უფლება აქვს ისევე როგორც სიცოცხლის, ამიტომ თუ დღეს ის გადაწყვეტს დაუბრუნდეს ადამიანურ ცხოვრებას და მისი გული სიკეთისთვის დაიწყებს ძგერას, რატომაც არა? მივესალმები ეგეთ ადამიანს.
ფილმის ჩვენება განხორციელდა პროექტის ფარგლებში „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია(UNAG), ფონდ ALPE-სთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

This slideshow requires JavaScript.

Advertisements
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s