ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

2014 წლის 1 ივნისს, ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა.
სპეციალურად ამ დღისთვის ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა „დინოსთან“ ერთად უმასპინძლა სოციალურად დაუცველ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს და პრობაციონერებს. ღონისძიებაში საერთო ჯამში მონაწილეობა მიიღო 72 პირმა.
აქციის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ყურადღების მიპყრობა სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ცხოვრებაზე, მათ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე. მოსახლეობის გააქტიურება, მიიღონ მონაწილეობა ბავშვთა უფლებების დაცვა, პროპაგანდასა და მონიტორინგში.
„ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრები პერმანენტულად ვახორციელებთ საქველმოქმედო აქციებს შშმ და სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის. ჩვენ ამით ვცდილობთ გავაღვივოთ თანატოლებში სოციალური პასუხისმგებლობა და ხელი შევუწყოთ ბავშვთა უფლებების დაცვას – აცხადებენ ახალგაზრდული ცენტრის წევრები.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1949 წლის ნოემბერში დაარსდა პარიზში ქალთა საერთაშორისო დემოკრატიული ფედერაციის მიერ და 1950 წლიდან მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყოველწლიურად აღინიშნება 1 ივნისს. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის!

ღონისძიება ორგანიზებული იქნება „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების“ პროექტის (ANI) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

Advertisements
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s