„მაკბეტის“ პრემიერამ მესხიშვილში მაყურებელთა მოლოდინი გაამართლა

„ბოროტებაში არის სიკეთე და სიკეთეშიც ჩანს ბოროტება“ –შექსპირის ეს გენიალური ფრაზა არაერთხელ გაჟღერდა მესხიშვილის თეატრის სცენაზე და დარბაზი აზრის სიდიადეში დააფიქრა.

მესხიშვილის სცენაზე გაცოცხლებულმა „მაკბეტმა“, კარგად გადმოსცა ძალაუფლებით თრობის მახინჯი მხარეები, აი, ისეთი საკუთარ მეფეს და მეტიც – მეგობარს რომ მოგაკვლევინებს და სარკეში, საკუთარი ანარეკლის ნაცვლად, შენს ცოდვებს დაგანახებს.

„მაკბეტი“ – ეს არის ამბავი გამეფებული მამაცი გენერლისა, რომელმაც დაამარცხა ვიკინგები, შემდეგ კი კუდიანების წინასწარმეტყველების მსხვერპლი ხდება.

მაკბეტი იჯერებს კუდიანების წინასაწრმეტყველებას მის შესაძლო გამეფებასთან დაკავშირებით, თანხმდება ლედი მაკბეტს, ჩაიდინოს დანაშაული, კლავს მასთან სტუმრად მყოფ მეფე დუნკანს, საუკეთესო მეგობარს ბენქოს და ქვეყანაში 17 წელი სისხლიან მეფობას ამყარებს. ეს არის მეფე, რომელიც ცდილობს, მაჯისცემა გაუსინჯოს თავის ქვეყანას, მოიშოროს ყველა მოწინააღმდეგე, ებრძოლოს აჩრდილებს და ძალაუფლების დაკარგვით უარი თქვას მწარე რეალობაზე, რაც საბოლოოდ სიცოცხლის ფასად უჯდება.

გენიალური მწერალი იმით არის გენიალური, რომ მისი ნაწარმოებები უკვდავია და ყოველ დროსა და ეპოქას ისე ეხმიანება, როგორც აწმყოს. მე-11 საუკუნეში დაწერილ სპექტაკლში თანამედროვე პროტოტიპების ამოცნობა ადვილადაა შესაძლებელი.

„მაკბეტი“ მესხიშვილის სცენაზე პირველად დაიდგა. თეატრი სპექტაკლით შექსპირის საიუბილეო წელს ეხმიანება. პოეზიის ერთ-ერთ თავლსაჩინო წარმომადგენელს 2014 წელს დაბადებიდან 450 წელი შეუსრულდება.

პრემიერაზე მისული, ერთ სულიერად ქცეული მაყურებელი მოუთმენლად ელოდა მსახიობთა ყოველ სიტყვას, ყოველ მოძრაობას.

ახალგაზრდა რეჟისორის იოანე ხუციშვილის ჩანაფიქრმა ქუთაისელ და თბილისელ მსახიობთა ოსტატობამ (ნინო ჭოლაძე, ბაჩო ჩაჩიბაია, ევა ხუტუნაშვილი, კახაბერ შარტავა, გაგი შენგელია, დავით როინიშვილი, გიორგი ჩაჩანიძე, გიორგი ზანგური, სულხან გოგოლაშვილი, აბელ სოსელია, თამთა გაბუნია, რევაზ ქაროსანიძე, ნიკოლოზ ჯანგავაძე), გემოვნებით შერჩეულმა მუსიკამ (გიორგი ჯიქია) და დეკორაციამ (თეო კუხიანიძე) სპექტაკლის დასასრულს აიძულა მაყურებელი, ეთქვა, რომ დიდი ხანია, მესხიშვილის სცენაზე მსგავსი სიძლიერის სპექტაკლი არ დადგმულა.

„კაცის სახეზე ვერასოდეს ამოიკითხავ, რა უდევს გულში“ – ამ ფრაზით დაასრულებინა რეჟისორმა წარმოდგენა მეფეს, თუმცა პრემიერის დასასრულს აუცილებლად ამოიცნობდით, რას ფიქრობდა დარბაზში შეკრებილი საზოგადოება, რომელმაც უწყვეტი აპლოდისმენტებით გააცილა დასი სცენიდან.
wyaro:psnews.ge

Advertisements
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s