„ჩვენი მენტალიტეტია პასუხისმგებელი იმაში,რომ დღეს ქართველები “ლგბტ”–ს წარმომადგენლებს ვერ ეგუებიან “

„ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან,რომელთაც აქვთ უფლება,შეუერთდნენ განვითარებულ საზოგადოებას, “ –ითქვა დისკუსიაზე.
ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლაში „იმპულსი 91“_ის პროექტ „გააგრძელე დისკუსია“ ორგანიზება ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით მოხდა.
დისკუსიის პროცესში მოზარდებმა ყურადღება ,განსხვავებულისა და ახალის მიუღებლობაზე გაამახვილეს.განსაკუთრებული განხილვა კი, სექსუალური უმცირესობების თემამ გამოიწვია.
როცა სექსუალური უმცირესობის წევრი საკუთარი ორიენტაციის აფიშირებას ახდენს,მოზარდების თქმით,ეს გამაღიზიანებელია საზოგადოებისთვის და ისეთი ტრადიციების მქონე ქვეყანა,როგორიც საქართველოა,ამას ვერ აიტანს.
„მე არ ვარ მათი წინააღმდეგი,მაგრამ ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს ნორმების ფარგლებში,ჩემი პირადი უფლებები არ უნდა დაირღვეს.ის,რომ ისინი ღიად აცხადებენ საკუთარ ორიენტაციას,გამაღიზიანებელია ქართველი საზოგადოებისთვის და დამატებით აგრესის იწვევს,“_განაცხადა მე–9 კლასის მოსწავლე,სანდრო ყიფიანმა.
იგივე მოსაზრება აქვთ დანარჩენებსაც და არგუმენტად სახელმწიფოს დემოკრატიულ არჩევანს იშველიებენ.
„ჩემი აზრით,თუ სახელმწიფოს უნდა,რომ დემოკრატიული იყოს,მაშინ ასეთ უმცირესობას საზოგადოებასთან ურთიერთობის დროს ხელი არ უნდა ეშლებოდეს. თუმცა უმცირესობაში ჩვენც არ უნდა აღმოვჩნდეთ. ჩვენს შეხედულებებსა და ფსიქოლოგიაზე გავლენა არ უნდა მოახდინონ.არ შევზღუდავთ მათ,მაგრამ იგივეს მოვითხოვთ.ვთვლი,რომ მათი უფლებები დაცული უნდა იყოს,მაგრამ როგორც აღვნიშნე, ჩვენც არ უნდა მოვექცეთ უმცირესობაში, “_ამბობს მე–10 კლასის მოსწავლე,ხატია მშვილდაძე.
ამ საკითხის ირგვლივ განსხვავებული მოსაზრებებიც იყო.
„ “ლგბტ” ადამიანები,დემოკრატიულ სახელმწიფოში მაქსიმალურად ინტეგრირებულები უნდა იყვნენ და გააჩნდეთ ის უფლებები,რაც მე,ჩვეულებრივ მოქალაქეს გამაჩნია. დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ლიბერალურობაა. დავეხმაროთ მათ საზოგადოებაში ინტეგრაციისტვის,“_განაცხადა ონისე ჯანაშიამ.
„იმპულსი 91“_ის მეშვეობით, უკვე რიგით მეოთხე დისკუსია გაიმართა.როგორც პროექტის ორგანიზატორი,ქრისტინე მაღლაკელიძე აღნიშნავს,დისკუსიები ქუთაისის საჯარო სკოლებში იმართება და მათი მიზანი,ახალგაზრდებში ტოლერანტობის ამაღლებაა.
„დღეს მე–4 დისკუსია ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლაში გაიმართა.ჩვენი მიზანია,წამოვიწყოთ და გავაგრძელოთ დისკუსია იმ კონკრეტულ დისკრიმინირებულ ჯგუფებზე,რომლებიც რეალურად,ჩვენ გარშემო ცხოვრობენ.სკოლები თავისუფალი არჩევანის წინაშე იდგნენ,მათ უფლება ჰქონდათ,თვითონ აერჩიათ,რომელ დისკრმინაციულ ჯგუფზე სურდათ დისკუსიის გამართვა.ამ სკოლამ მოინდომა,რომ ყველა დისკრიმინალიზებული ჯგუფებისთვის ყურადღება მიექცია. ინფორმაცია ახლის,განსხვავებულისა და უცხოს მიუღებლიბის პრობლემასთან დაკავშირებით მიეღოთ,“_განაცხადა პროექტ „გააგრძელე დისკუსიას“ ორგანიზატორმა, ქრისტინე მაღლაკელიძემ.
იზა მოდებაძე
wyaaro:imeretinews.ge

Advertisements
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s