ქუთაისის 2013 წლის ბიუჯეტს შემოსავლებში 4 მლნ 500 ათასი ლარი დააკლდა

ქუთაისის 2013 წლის ბიუჯეტში, რომელსაც შემოსავლებში 4 მლნ 500 ათასი ლარი დააკლდა, საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე საბოლოო ცვლილებები შეიტანა. როგორც ქალაქის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ავალიანმა განაცხადა, „დაზუსტდა ის ცვლილებები, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა 5 პროცენტიანი გადატანის ფარგლებში( რაც ნიშნავს, რომ 5% ოდენობით შეიძლება თანხის გადატანა მუხლიდან მუხლში). შემოსავლების დანაკლისის მიუხედავად, ამ გზით შევძელით ის, რომ არც ერთი ძირითადი ხარჯი დაუფინანსებებელი არ დაგვრჩენია.“ – განაცხადა ავალიანმა.

ბიუჯეტის შესრულების ზუსტი მონაცემი, როგორც საფინანსო განყოფილების ამჟამინდელი ხელმძღვანელი ირაკლი ავალიანი და მერის მოადგილე ეკონომიკურ საკითხებში გია შარაბიძე AIAnews-სთან საუბარში აცხადებენ, მხოლოდ წლის ბოლოს იქნება ცნობილი. 27 დეკემბრის მონაცემით კი, გია შარაბიძის თქმით, ბიუჯეტს 4 მლნ 500 ათასი ლარი აკლდება და ეს პრივატიზებიდან მისაღები შემოსავლების ხარჯზე ხდება.

ამ დროისათვის, როგორც ირაკლი ავალიანმა განაცხადა, ამ კუთხით მიღებული შემოსავლები 4 მლნ 500 ათასის ნაცვლად ჯერჯერობით მხოლოს 700 ათას ლარს შეადგენს, თუმცა მისივე თქმით, თანხების შემოსვლას ბოლო დღეებში კიდევ ელოდებიან.

მიუხედავად 2013 წლის ჩავარდნისა, ქალაქის ქონების პრივატიზებიდან მისაღები შემოსავლები 2014 წლისათვის 2მლნ 300 ათასი ლარით დაიგეგმა. გია შარაბიძეს უჭირს პროგნოზის გაკეთება, რამდენად გაართმევენ თავს მომდევნო წელს ამ დავალების შესრულებას, თუმცა აღნიშნავს, რომ ამისათვის მერიას დიდი მუშაობა დასჭირდება.

2013 წლის ბიუჯეტის შესრულების მიმართ პრეტენზია აქვს საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს. “ნაციონალი” გია უკლებას თქმით, გარდა იმისა, რომ ბიუჯეტი ვერ შესრულდა, ასევე ჩამორჩენა გვაქვს ხარჯვით ნაწილშიც. ვერ მოხდა ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის განკუთვნილი 16 ათასი ლარის ათვისება, საიდანაც აუთვისებელი დარჩა 5 მლნ ლარი. ”
“ამ შედეგამდე კი მიგვიყვანა ე.წ. “საკრებულოს 7 კაციანი კომისიის” მიერ ქალაქის მერად კოპალიანის დანიშვნამ და შემდეგ მერების როტაციამ, რა დროსაც მერიამ დაუშვა მთელი რიგი შეცდომები.”- განაცხადა გია უკლებამ.

ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია კი მიიჩნევს, რომ მათ მნიშვნელოვანი სამუშაო გაწიეს: “ბიუჯეტის რამდენიმემილიონიანი დანაკლისის მიუხედავად, მოხერხდა ის, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტის ან ღონისძიების დაფინანსება არ შეფერხებულა”-განაცხადა მან.

მიმდინარე წელი უშედეგოდ დასრულდა საკრებულოს კომისიის მიერ კადრების შერჩევის მრავალთვიანი პროცედურაც. “არის სამართლებრივი კაზუსები, რომელიც მე არ მაძლევს საშუალებას თანამდებობებზე დავნიშნო საკრებულოს კომისიის მიერ შერჩეული კადრები“-განუცხადა მურღულიამ AIAnews-ს. მისი თქმით, კონკურსის შედეგად გამოვლენილი არც ერთი ადამიანი მის მიერ თანამდებობაზე არ დანიშნულა.

2013 წლის ბიუჯეტის ჩავარდნას ხელი არ შეუშლია წლის ბოლოს მერიის 600-ზე მეტი თანამშრომელისათვის ერთი თვის ხელფასის ოდენობით პრემიები გამოწერისათვის. პრემიები გაიცა ქუთაისის საკრებულოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისათვისაც. საერთო ჯამში, თვითმმართველობის საახალწლო პრემიებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 402 239 ლარი გაიცა.
wyaro: aianews.ge

Advertisements
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s