“ვისოლი” ქუთაისის “ტორპედოს” სპონსორი აღარ იქნება

მართალია, ოფიციალურად არ გაცხადებულა, მაგრამ გადაწყვეტილი ამბავია: “ვისოლი” ქუთაისის “ტორპედოს” სპონსორი აღარ იქნება. ეს მოსალოდნელიც იყო და საერთოდ, ბოლო დღეებში ხშირად ისმოდა, რომ “ვისოლი” “ტორპედოდან” მიდიოდა.
ეს შეინიშნებოდა თუნდაც ბოლო მატჩში, როცა “ვისოლის” პრეზიდენტი ლევან ფხაკაძე მეორე ტაიმის შუაწელს გამწარებული წავიდა პრესლოჟიდან. საუბარია “ვიტ ჯორჯიასთან” მცხეთაში 0:5 წაგებაზე. ბოლოს “ტორპედოს” უკვე საშინელი შედეგი ჰქონდა: რამ გამოიწვია ეს და რატომ აირია სიტუაცია კარგი დასაწყისის შემდეგ, ძნელი სათქმელია.
თუმცა ჩანდა, რომ “ვისოლისა” და “ლოკომოტივის” ერთობლივი პროექტი (ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გათვლა) თავიდანვე განწირული იყო. გულშემატკივრებიც სკეპტიკურად შეხვდნენ ამ ამბავს. თავიდან ყველაფერი კარგად დაიწყო, შემდეგ კი აირია.
ახლა “ტორპედოს” ბედი ჰაერშია გამოკიდებული, ანუ უცნობია, ვინ იქნება სპონსორი, საიდან დაფინანსდება კლუბი. “ლოკომოტივიდან” ზაფხულში მისული ახალგაზრდა ფეხბურთელები კი ისევ თბილისურ კლუბში დაბრუნდებიან. ეს შეთანხმება იყო და იურიდიული დარღვევა არ მოხდება.
“ვისოლი” 2010 წელს გახდა “ტორპედოს” სპონსორი და 3, 5 წელი პატრონობდა კლუბს.

წყარო: worldsport.ge

Advertisements
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s