ქუთაისის სასამართლოსთან შეკრებილებმა ვანო მერაბიშვილი ტაშით გაამხნევეს

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილი საბადრაგო ავტომობილით უკვე მიიყვანეს. სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები, ასევე ვანო მერაბიშვილის მეგობრები და ახლობლები არიან შეკრებილები. იქვე იმყოფება ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო მერაბიშვილიც.

პროცესის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით საყვარელიძემ. მისი თქმით, მარაზმია, როდესაც ვანო მერაბიშვილი, რომელიც კრიმინალს ებრძოდა, ციხეში იმყოფება, ხოლო უამრავი კრიმინალი, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, გაათავისუფლეს ციხეებიდან.

ვანო მერაბიშვილის იმ ბრალდებაზე, რომელიც ფიქტიურ დასაქმებებს ეხება, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა 12:00 საათზე უნდა დაიწყოს. პროცესის პარალელურად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

wyaro : palitratv.ge

Advertisements
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s