როცა სიყვარულს ხელ-ფეხი არ სჭირდება – ქართველი ჯარისკაცის ამაღელვებელი ისტორია

2010 წლის აპრილში ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის 749 სამხედრო მოსამსახურე გაემგზავრა. სამშვიდობო მისიის შესრულებისას მესამე ქვეითმა ბრიგადამ საკმაოდ დიდი დანაკარგი განიცადა: დაიღუპა 16, ათეულობით კი დაიჭრა და დასახიჩრდა.

კაპრალი მორის საბაშვილი ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც პატრულირებისას თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ სამხედრო მოსამსახურემ ორივე ფეხი და მარჯვენა ხელი დაკარგა. შემდეგ იყო ხანგრძლივი მკურნალობის კურსი გერმანიასა და ამერიკაში და პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები ახალი ფეხებით.

მთელი ამ ხნის განმავლობაში მორის საბაშვილს საქართველოდან საყვარელი ადამიანი ამხნევებდა. მან და თაკომ ერთმანეთი 6 წლის წინ გაიცნეს და ომის ყველა გამოცდას ერთად გაუძლეს.

ცოტა ხნის წინ მათი სიყვარულის ამბავი ქორწინებით დაგვირგვინდა.

wyaro: palitratv.ge

Advertisements
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s