ნარკომოხმარების დეკრიმინალიზაციის თაობაზე კობა დავითაშვილი პარლამენტში ახალი საკანონმდებლო წინადადებით შევიდა

ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციასთან და ამ ქმედების სისხლის სამართლის სფეროდან ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაში გადასვლასთან დაკავშირებით, დეპუტატმა კობა დავითაშვილმა პარლამენტს ახალი საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა.
“ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი და მასთან დაკავშირებული სხვა კანონპროექტები პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
“როცა გადაწყდა, რომ პარლამენტში მთავრობასთან ერთად – უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში მომზადებული პროექტი შემოვიდოდა, ჩემს მიერ მომზადებული ინიციატივა შეჩერდა და ის უკან გავიწვიე, მაგრამ გაირკვა, რომ მხარეებს შორის არსებობს წინააღმდეგობა. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო დეკრიმინალიზაციის წინააღმდეგია, ხოლო არაძალოვანი უწყებები დეკრიმინალიზაციის ძალიან ლიბერალურ მიდგომაზე საუბრობენ, როცა მოხმარებაზე პირველი სანქცია გაფრთხილებაა, რაც იმას გულისხმობს, რომ პირველი მოხმარება საერთოდ დასჯადი ქმედება არ არის. ჩემთვის ეს ორივე უკიდურესი მიდგომა მიუღებელია და თან ვხედავ, რომ ვერ თანხმდებიან და არც შეთანმების პერსპექტივა ჩანს”, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” კობა დავითაშვილმა.
დეპუტატის განმარტებით, მის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, აკრძალული ნარკოტიკების სიას 200 ნივთიერება – ე.წ. სპაისი ემატება. მისივე თქმით, პარლამენტში წარდგენილ პროექტში პირვანდელი ვარიანტისგან განმასხვავებელი არის ის, რომ სანქცია 3-ათას ლარიან ჯარიმასთან და 2-თვიან ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებით მცირდება და ის 1500-ლარიან ჯარიმამდე და 15-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაზე ჩამოდის, თუმცა პირი ამ ჯარიმისგან გათავისუფლდება, თუკი ის მკურნალობის გავლას დათანხმდება.
დავითაშვილის საკანონმდებლო პაკეტის განხილვას პარლამენტი სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიაზე დაიწყებს.

81dc1f615aca2666623a4e334841dd12

wyaro:interpressnews.ge

Advertisements
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s