რევაზ რობაქიძე – ქუთაისის პარლამენტის ახალი დანიშნულებით გამოყენების სქემა

ქუთაისში პარლამენტის შენობის შემდგომი დანიშნულებით გამოყენების შესახებ ოლიმპიური მოძრაობის ხელმძღვანელი ქუთაისსა და იმერეთში რევაზ რობაქიძე news.ge-ს საკუტარ მოსაზრებებს უზიარებს.

მისი აზრით ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში შესაძლებელია მოეწყოს სპორტული კომპლექსი-განვითარებულ ქვეყნებში არსებული “ოლიმპიური არენის” სახით (პირობითი სახელი olimpic arena – in kutaisi)
რევაზ რობაქიძის განცხადებით, მსგავსი ტიპის “ოლიმპიკ არენას” ბაქოშიც აშენებენ, სადაც ევროპის I ოლიმპიური თამაშები გაიმართება და ასეთივე კომპლექსი აშხაბადში( თურქმენეთი) შენდება, სადაც 2017 წელს სრულიად აზიის ქვეყნების თამაშები უნდა გაიმართოს.

/span>”პარლამენტის შენობის ძირითადი გუმბათური ნაგებობის გარე ზომები დაახლოებით შეადგენს 120X75 მეტრს, ხოლო სიმაღლე 30 მეტრია. შენობის გარე კონტური შემინულია მინის ორმაგი პაკეტებით, ხოლო შიგა დარბაზები და სათავსოები ერთმანეთისგან გამოყოფილია ლითონის კონსტრუქციების ჩონჩხზე მინაპაკეტისა და მუყაო-თაბაშირის ფილებისგან აწყობილი კედლებით, რომლის დემონტაჟი დიდ სირთულეს არ წარმოადგენს და მისი დაშლა შენობის მდგრადობაზე ვერ იმოქმედებს, პარლამენტის სხდომათა დარბაზის ქვემოთ ნაწილი გამოყენებულია დამხმარე სათავსოებად, ზოგან კი დგას სხვადასხვა დანიშნულების საჭირო დანადგარები, რომლებიც შენარჩუნდება”,- აცხადებს რევაზ რობაქიძე.

“ჩვენი აზრით „ოლიმპიკ არენად“ პარლამენტის შენობის გადაკეთების შემთხვევაში მთლიანად გამოიყენება ძირითადი შენობის ჩრდილოეთით აგებული შენობა ნაგებობები, სადაც შეიძლება მოეწყოს სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებებისთვის განკუთვნილი სტანდარტული სამვარსკვლავიანი სასტუმროები, სპორტის მუზეუმი, კვების ბლოკი არსებობს, სპორტკლუბების ოფისები და სხვა.

რაც შეეხება შენობების ირგვლივ არსებულ ტერიტორიას შესაძლებელი იქნება ახალი პარკის, სხვადასხვა გასართობი ღონისძიებებისა და რეკრეაციული ზონის მოწყობა. ასევე საერთაშორისო სტანდარტების საჩოგბურთო მოედნები, საფეხბურთო მინი – მოედნები, არსებული ტერიტორიის სივრცე იძლევა შესაძლებლობას აშენდეს ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზი”,- ამბობს რობაქიძე.

მისივე განმარტებით, „ოლიმპიკ არენის“ მოსაწყობად, კერძოდ სპორტული საასპარეზო დარბაზად (კალათბურთის, ხელბურთის, ფრემბურთის, ჭიდაობის, ზამთრის სახეობებიდან ფიგურული სრიალის) ამჟამინდელი სხდომათა დარბაზის გადაკეთება რეალურია, სადაც შესაძლებელია არსებული სიმაღლის პირობებში სავარაუდოდ 4000 საჯდომი ადგილის მოწყობა, რაც ძირითადი მინა პაკეტიანი კონსტრუქციის ხელშეუხებლობითაც არის შესაძლებელი.

რევაზ რობაქიძე პარლამენტის შენობის უკან არსებულ შენობებსაც განიხილავს, რომელიც მისი აზრით შესაძლებელია „ოლიმპიკ არენისთვის“ აუცილებელი მაღალი კლასის სასტუმროების, საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული სპორტსმენთა გასახურებელი მინი-დარბაზებისა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად გადაკეთდეს.

“რატომ ქუთაისში ,,ოლიმპიკ არენა“? დღეს თბილისში დასასრულს უახლოვდება ოლიმპიური ქალაქის მშენებლობა და თუ ხვალ ასეთივე ,,ოლიმპიკ არენას“ გავაჩენთ ქუთაისში, ამით საქართველოს რეალური შესაძლებლობა ექნება სამომავლოდ სერიოზული განაცხადი გააკეთოს ოლიმპიური თამაშების, გუნდური სახეობების მსოფლიო ჩემპიონატებისა და სხვა საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარებაზე, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს, ხოლო ქუთაისი კი, უფრო მიმზიდველი და ახალ ფუნქციონალურ დატვირთვას შეიძენს.

„ოლიმპიკ არენას“ ფინანსური შემოსავლები, საერთაშორისო სტანდარტებისა და ეროვნული ჩემპიონატების ჩატარებით უზრუნველყოფს შენობის მომსახურებაზე გასაწევი ხარჯების ანაზღაურებას (დენი, წყალი, გაზი, კონდიცირება), რადგან აღნიშნული მომსახურებისთვის შენობა არ იქნება მუდმივად კომუნალური ხარჯების გასაწევად ჩართული და იფუნქციონირებს მხოლოდ შეჯიბრების ჩატარების დროს, სხვა შემთხვევაში საკომუნიკაციო სისტემები გათიშული იქნება. რაც შეეხება ავტოპარკინგს სრულიად საკმარისია ტერიტორია 1000-მდე ავტომანქანის დასაყენებლად.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი თავისივე მაღალი სტანდარტების ასაფრენ-დასაფრენი ბილიკებით მიიღებს ნებისმიერ ავიალაინერს, ყოველივე მიმზიდველს გახდის “ოლიმპიკ არენა“ სისტემატიურად დაიტვირთოს მსოფლიო, ევროპის ჩემპიონატებისა და საერთაშორისო ტურნირების ჩატარებით”,- განაცხადა რობაქიძემ.

Advertisements
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s