რუსეთიდან შემოსულ მანქანებს მიკრულ რუკებზე საქართველო აფხაზეთის გარეშეა

მიდით ქართველებო უფრო დაუჩოქეთ რუსებს და დაიმცირეთ თავი,ისიც თქვით რო აფხაზეთი ჩვენი არ არის,მიდით თქვენგან არაფერი გამიკვირდება…

აი როგორ ვხედავ მე ამ სიტუაციას: ჩვენ რუსების მიმართ მონური განწყობით თვალებს ვხუჭავთ, ამ საქციელზე რუსები კი “მეგობრულად” და “ძმურად” ასეთ საქართველოს თავს გვახვევენ და გვაჩვევენ, რომ აფხაზეთი ჩვენი აღარ არის. კარგია ისეთი მეგობრის ყოლა, რომელიც შენ “ინვალიდად” და ხელფეხამპუტირებულად გხედავს და ამას ყველაფერს სიხარულით გახვევს თავს…” – წერს ერთი თვითმხილველი.

მეორე თვითმხილველი, რომელმაც ორი მანქანა ანალოგიური რუკებით ლესელიძე-სენაკი-თბილისის მიმართულების ტრასაზე, ზესტაფონის სიახლოვეს გადაიღო, რუს ტურისტებს თავად გამოელაპარაკა:

” პირველად ტრასაზე ვნახე გადავასწრე და ფანჯრიდან სამი თითის კომბინაცია დავანახეთ (საერთოდაც არაა სირცხვილი ასეთ დროს.) მერე მე საწვავის ჩასასხმელად გავჩერდი. ამათ გამასწრეს. ცოტა ხანში ვნახე, დგანან სადღაც. გავაჩერე მანქანა. გადმოვედი და მივედი. ოთხნი იდგნენ მანქანასთან. მივედი და ვკითხე, ეს რა ქვეყნის რუკა გაქვთ გაკრული მანქნაზე-მეთქი. საქართველოა თითქოსო, შეცბუნდა ერთი რუსი.

მე ვუთხარი, ეს არ არი საქართველოს რუკა-მეთქი. აკლია ტერიტორია და ასეთი რუკა ძალიან გვაღიზიანებს ჩვენ-მეთქი. დაიწყო თავის მართლება – ასეთი ამოგვიბეჭდესო. მოხსენით, თორემ ჩაგიმტვრევენ ფანჯარას-მეთქი, მე ვუთხარი. იდგნენ დამნაშავე, ოროსანი ბავშვებივით დაბნეულები.

შთაბეჭდილება შემექმნა, რომ მართლა წარმოდგენა არ ჰქონდათ რუკაზე და თავიანთი ჭკუით, პირიქით, კარგი რაღაც გააკეთეს, ჩვენი დროშა რომ მიაკრეს. იდაყვის წვერი მექავებოდა. მერე წამოვედი. რა ქნეს, არ ვიცი. შეიძლება ჩამოხსნეს კიდეც…”, – წერს თვითმხილველი “ფეისბუქში”.

wyaro : newposts.ge

manqana3

Advertisements
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s