ორმაისობის ბიუჯეტი 20 ათასი ლარით შემცირდა

ქუთაისში, ორმაისობის ტრადიციული დღესასწაული ქალაქის ბიუჯეტიდან 80 ათასი ლარით დაფინანსდება. ეს თანხა დააფინანსებს “გვირილობის” დღესასწაულისთვის დაგეგმილ 17 ღონისძიებას.

ღონისძიებები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გაიმართება, დილის ათი საათიდან შუაღამემდე და რელიგიის, კულტურისა და სპორტის სფეროებს მოიცავს.

ქალაქის ცენტრალურ პარკში გაიმართება ასპარეზობები სპორტის სხვადასხვა სახეობაში, ჩატარდფება ჯომარდობა მდინარე რიონზე, მოეწყობა საგაზაფულო გამოფენა “ვარლაში”, იქნება დიზაინერების მოდელების ჩვენება, ასევე ყვავილების გამოფენა–გაყიდვა და ა.შ.

ორმაისობის პროგრამის ფარგლებში მოეწყობა გამოფენა “ქუთაისი და ქართული კინო, რომელიც ქართული კინოს ისტორიას წარმოადგენს საარქივო მასალებით.
გამოფენით ხაზი გაესმება იმ ფაქტს, რომ ქართულმა კინომ სათავე ქუთაისიდან აიღო.
მონპლაზირის ტერიტორია როკ–შემსრულებლებს დაეთმობათ (“აუთსაიდერს” და სხვა ჯგუფებს).

22:00 საათისთვის კონცერტი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გადაინაცვლებს, სადაც როკს ჯაზი და პოპ–მუსიკა შეცვლის ქუთაისელი და თბილისელი, ძველი თუ ახალი ვარსკვლავების შესრულებით.

აღნიშნულ ღონისძიებებს ორგანიზებას ქუთაისის მერიის კულტურის სამსახური გაუწევს.
wyaro:newpress.com

Advertisements
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s