მასობრივი „ზასაობა“ და ტუჩების კვნეტა თბილისში

„ნაით ქლაბში“ მოწყობილ „ზასთ გადაბმას“, რასაკვირველია, „ქერაობა“, ანუ, როგორც ლევან ბრეგაძე „ქართული ჟარგონის ლექსიკონში“ განმარტავს –„გარდაჭდობილის მიჯნურისაგან ხელის მეტი ფათურიც“ მოჰყვა – თანაც, ამ მხრივ ქალები უფრო აქტიურობდნენ. სცენაზე მდგარი ერთადერთი ლესბოსური წყვილი გამალებით „ზასაობდა“.

მათგან ერთს ფიქრია ერქვა და არც ის, არც მისი პარტნორი, სულაც არ ფიქრობდნენ, რომ მამაკაცებისგან გულგატეხილებმა მოძებნეს ერთმანეთი. „ქალისგან მეტი სითბო მოდის“, – ამბობს ფიქრია და თუ ეჭვი გეპარებათ, რომ მართლაც ასე ფიქრობს – მისი „ზასაობა“ აუცილებლად უნდა ნახოთ.

კონკურსში ტრადიციული ორიენტაციის წყვილებიც მონაწილეობდნენ. ისინი ერთმანეთს ღამის 12 საათზე „გარდაეჭდნენ“ და ჟიურის გამარჯვებული წყვილის გამოსავლენად არ დასდგომია იმდენი ჯაფა, რამდენიც „გარდაჭდობილთა“ ერთმანეთისთვის დასაშორებლად, თუმცა, დაშორებულები ისევ ვნებიანად უმზერდნენ ერთმანეთს და ერთმანეთისკენ მიიწევდნენ კიდეც.

მოკლედ, „ქის–ფართი“, რომელიც თბილისში შედგა, დილის 5 საათისთვის დასრულდა. გამარჯვებულიც გამოვლინდა და ისინი ერთმანეთის ტუჩების კვნეტას, ენის დესერტად მიყოლებას და, თუ სურვილი გაუჩნდებათ, უფრო მეტის ჰქმნას თურქეთის ძვირადღირებულ სასტუმროში გააგრძელებენ.

ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ კონკურსიც და საღამოც შედგა. „პარიზი, ლონდონი, ამსტერდამი… რატომ არ უნდა იყოს მათ შორის თბილისი, ვისზე ნაკლებები ვართ?“, – რიტორიკულად იკითხა აქციის ორგანიზატორმა, მერე კი ხელი მის ზურგსუკან „მოზასავე“ წყვილისკენ გაიშვირა და ამაყად დამატა: „აგერ უკვე, ორ საათზე მეტია, კოცნიან ერთმანეთს…“

თქვენი არ ვიცი და მე ამ „ფართიმ“ გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველის“ ერთი ეპიზოდი გამახსენა: ლამაზ–ქალაქელებს რომ ქართველი მოგზაურები წაადგებიან თავზე და მათი ენის არმცოდნე ალექსანდრო ცდილობს, ჟესტებით და სიტყვებით გააგებინოს, რომ აინტერესებს, „კოცნის“ რამდენი შესატყვისია ქართულში:

„კოცნა, ქართველლლო! კოცნა როგორ არის თქვენებურად, ქართველლო!..“

მაშინ ქართველებმა ვერ გაიგეს და ალექსანდროს მხოლოდ თავიანთი სახელები უთხრეს, მაგრამ ახლა, ლამაზ–ქალაქი რომ არსებობდეს და თანამედროვე ქართველები სამოგზაუროდ ლეპტოპებით დადიოდნენ, ალექსანდროს შეკითხვაზე ლეპტოპს გადახსნიდნენ და ამ ვიდეოს თამამად უჩვენებდნენ: „აი, ასე ვიცით კოცნა ქართველებმა!“

იმავე ეპიზოდში „კოცნის“ შესატყვისების აღწერაცაა, რომელსაც ისევ ალექსანდრო ჩამოთვლის:

„აკოცა, ეამბორა, ემთხვია, ბაგე ბაგეს შეაწება…“, „კუჭის წვენი ამოუღო“– შეეშველა კუმეო. „ფუუჰ, ქალის ჭკუა რა ვთქვი“, – შეიჭმუხნა ალექსანდრო“.

me ki vityvi :fui amati….

Advertisements
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s