გალაქტიონს პასუხი

გალაქტიონს პასუხი ერთ ერთი პატიმრისგან რომელმაც დაწერა ეს ლექსი და ნაკლებად ცნობილია და ძალიან კარგი ლექსი .ეს არის მესაფლავეზე პასუხი

გენიოსო, შენ ამბობ რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება!
მე მაოცებს რად იგონებ ყველა ტრფობის მლანძღავ ზღაპარს,
რომ მუდმივი ტრფობის გლოვა აღარავის არ უნახავს,
რომ ივიწყებს ყველა ხსოვნას,ვისაც სატრფო მოუკვდება,
რომ სუყველას გლოვის შემდეგ სხვა ტრფიალი მოუნდება
რომ თითქოსდა აღარავის აღარ ჰქონდეს წრფელი სული,
რომ ერთ სატრფოს სამუდამოდ შემოავლოს სიყვარული!
რაღად გინდა ეგ ცინიზმი რომ მღერიხარ დიდო გონო
ან ვის გინდა ცოდვიანი სტრიქონები გააგონო?!
მილიონში რომ ერთია ვიცი ჩემი ლექსის ქება,
მაგრამ სწორედ იმ ერთშია ტრფიალების უკვდავება!
სკოლის მერხთან მუდამ ერთად იჯდა ლაღი გოგო-ბიჭი,
და უბოძა მათ უფალმა ერთმანეთის ტრფობის ნიჭი
უბოძა და გაიხარა ორმა ნორჩმა,წრფელმა გულმა
და ამაყად იწყო წინსვლა ამ უბადლო სიყვარულმა
ზეიმობდა და ხარობდა სილამაზით ორი გონი
ტრფობის ცაზე ნავარდობდა უკვდავების ფაეტონი
მაგრამ ბედმა ვარდის კოკრებს გადაფურჩქვნა არ აცალა
მოუვლინა მიწიერი უკვდავების გამოცანა,
სამუდამოდ შეაჩერა ვაჟის გულში სისხლი ცხელი
ქალიშვილს კი მიუსაჯა ურთულესი განსაცდელი
დაითუთქა მწუხარებით თოთხმეტი წლის გოგოს გული
მიაცილა სამარემდე უკოცნელი სიყვარული
დაიტირა შავი ძაძით მოუსველა გულზე მიწა
უწრფელესი ცრემლთა ღვარით შეაძრწუნა დედამიწა
ვაჟის დედას ეახლა და უთხრა თქვენი ვარო რძალი
და მიიღო დედამთილმა ქალიშვილი პატარძალი!
გენიოსო კიდევ იტყვი რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?!
და მის მერე სატრფოს საფლავს არ სცილდება გოგო_ქალი
მიწიერი მწუხარების ,მგლოვიარე დედოფალი
ზეციური სილამაზის სახეს ადებს ვაჟის გულზე
აღარც ფიქრობს ამ უზომო მწუხარების დასასრულზე
თმას გაიშლის დაემხობა საცოდავად ტირის,კვნესის
მის ცრემლების სიკამკამეს ვეღარ იტევს ჩემი ლექსი
განა მისთვის არ უნდოდათ მიერთმიათ ნორჩი ვარდი?!
და მწუხარედ ეჩურჩულათ შემიყვარდი, შემიყვარდი?!
მაგრამ როგორ კადრებ ტრფობას როცა გიდგას თვალწინ ქალი
ღვთისმშობელი მარიამის თვალებიდან მომზირალი!
ვაჟის დედაც დასტრიალებს უბადლო რძალს მუდამ თავზე
არავინ ჰყავს მისი ფასი გამოცდათა პლანეტაზე
მოხიბლულა მისი ქცევით დედის გული მგრძნობიარე
სიგიჟემდე უყვარს რძალი უკვდავების მოტრფიალე!
ამოწურა მიწიერი წლების რიცხვი დედა_ქალმა
ღირსეულად დაიტირა დედამთილი ქვრივმა რძალმა!
გენიოსო არ გეცვლება ხედვა შენი დიდი ნიჭის?!
ნუთუ არ გშურს სიმდიდრისა გარდაცვლილი ლაღი ბიჭის?!
და მის მერეც წლების რისხვას ქალიშვილი ებრძვის მარტო,
რაღათ უნდა ამ სრულყოფას სხვა სიტყვები მივუმატო
ვაჟის ხსოვნა,წმინდა გრძნობა ააცურა მაღლა ცაზე
ამაყად და ღირსეულად დააბიჯებს ქვეყანაზე
კვლავ ერთგული არის ხსოვნის კვლავ ერთგული არის ღვთისა
როგორ გინდა არ იწამო ამ განგების რჩეულისა!
მიილია მისი წლებიც მიწიერი გამოცდისა
წლეულს გახდა მშვენიერი ქალიშვილი სამოცისა!
შენკი ამბობ არ არსებობს უკვდავება დაგიკარგავს
ჩემულობდი მაგრამ ნუთუ არასოდეს არ გინახავს?!
ან გმირები მოღალატე,უერთგულო როცა ნახე
მაშინ ერთი ღირსეული ქართველი ვერ გამონახე
გამაგონე გენიოსო ამ ღალატით რის თქმა გსურდა
რომ თქვენს დროში ერთგულება აღარავის არ ძალუძდა
როგორ ამბობ სულ ერთგული რომ არავინ იყო უწინ,
და თუ იყო რატომ გახდი მისთვის ასე სიტყვაძუნწი”!
რატომ ცდილობ უკვდავ ტრფობას გაუჩინო შავი ბზარი
მილიონში იმ ერთისთვის ვერ გამოყავ ერთი ბწკარი?!
აღარ იყო?ვერ გიცვნია არ გცოდნია ტრფობის ფასი,
ნუთუ აღარ დაგიცლია უკვდავების თავად თასი
ნუთუ თავად არ ძალგიძდა ერთგულება მარად მწვანე,
ნუთუ მერის რომ ეტრფოდი სხვა ტრფიალზე გადაცვალე,
ნუთუ ის სხვა მოგიკვდა და ვერ შეძელი გლოვა მისი,
ნუთუ ისე გაბოროტდი რომ შეგძულდა გლოვა სხვისი,
ღირსეულს რომ ყვარებოდი არ ყოფილხართ თურმე ღირსი
მერისთანაც გახდებოდი მოტრფიალე ალბათ სხვისი
ვხედავ ვეღარ შეგიცვნია ჭეშმარიტი უფლის მრწამსი
რომ ღალატი მრავლობს მიტომ ერთგულებას ჰქონდეს ფასი
განკითხვამდე უსაზღვროა ცდუნებების რიგთა წყება
ერთგულების ღირსება კი არასოდეს იფარგლება
მაგრამ, ვხედავ გენიოსი ამ სიწმინდეს ვეღარ მისწვდა
და ვაი შენ რომ სიკვდილი სიცოცხლეშივ დაგავიწყდა!
დაგავიწყდა რადგან ასე მსჯელობს შენი დიდი გონი
გსურს უფრსკულში გადაჩეხო უკვდავების ფაეტონი
სხვა რად მინდა ჩემი გითხრა ერთგულების სიმფონია
რა სატრფო ვარ გარდაცვლილი სატრფო თუ ვერ მიგლოვია
დამიფაროს ღმერთმა მაგრამ თუ წამერთვა სატრფოს სული
მის საფლავზე მიჯაჭვული მეყოლება სიყვარული
მიჯაჭვული მეყოლება სანამ სუნთქვის მექნა ნება
ასე მესმის გენიოსო მიწიერი მე ცხოვრება
ვუერთგულებ სატრფოს საფლავს ვუერთგულებ უფლის ნებას
ვუერთგულებ ღირსებას და ტრფიალების უკვდავებას?!
ზარსა სცემენ იმ ქალს ვინაც დაამარცხა ბედი მწარე
მოწიწებით სულ უბრალო კუბოში შჭედს მესაფლავე
შჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე ეხლა კი არ იღიმება
სტირის ჩვენი მესაფლავე ასე უნდა ეგრეც ხდება
ეახლება ქალი ედემს თუ მიგიწვდა მასთან სული
უპასუხე გენიოსო რად ატკინე ოქროს გული
უპასუხე რად უარყავ არ გინდოდა მხელა რისი
უპასუხე რად არიყავ სიყვარულის თავად ღირსი
და უთხარი რომ შეიცან ჭეშმარიტი უფლის მრწამსი
რომ არსებობს რომ არსებობს ერთგულება ქვეყნად მსგავსი
რომ გრცხვენია რომ გრცხვენია მოიფიქრე კიდევ რამე
რომ აკლია “მესაფლავეს” სიყვარულის სიკამკამე
თავად ხედავ აღარა გაქვს ნება რაც თქვი კვლავ იგი თქვა
ვერასოდეს შეიწირავს წმინდა ტრფობას სამარის ქვა
მეკი გეტყვი განა გჯიბრობ და გიცხადებ ლექსით მტრობას
გედავები მარადიულ უერთგულეს გრძნობის გმობას
გიღიარებ გატოლება ლექსით შენთან არის ძნელი
მაგრამ, გკითხავ რად ირგუნე უკვდავების სავარძელი?!
წამოდექი სავარძლიდან ჩამომართვი ხელზე_ხელი
არ მელოდი გენიოსო? უკვდავება გეახელი!!!!

Advertisements
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

112 Responses to გალაქტიონს პასუხი

  1. ანონიმური ამბობს:

    გალაქტიონს კიარა გალაკტიონს

    • Tamar Osadze ამბობს:

      რატომ გავრცელდა ეს მცდარი ინფორმაცია არ ვიცი, ამ ლექსის ავტორია უნიჭიერესი ახალგაზრდა პოეტი თემურ ელიავა. ამ ”პასუხსაც” აქვს თავისი პასუხი:
      პასუხი ელიავას უცნობი პოეტისგან
      მომაკვდავო შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,
      მომავალში მისი ჩრდილი რომ არავის ავიწყდება?
      გამაოცა შენმა აზრმა ლექსში ტრფობით დაწერილმა,
      რომ არავის ბედისწერა ქვეყანაზე არ ეღირსა,
      რომ სულ ყველა გლოვობს იმას, ვინც დაკარგა სიცოცხლეში,
      რომ სულ ყველა გლოვის ნაცვლად მიაბიჯებს სამოთხეში,
      რომ სულ ყველას შეუძლია ტრფობის გლოვა სინანული
      ,,რომ ერთ სატრფოს სამუდამოდ შემოავლოს სიყვარული”
      არა, არა მომაკვდავო ამაში ვერ შევთანხმდებით,
      რაღად გინდა ეგ სიცრუე მოკვდავ კაცთა ცრემთა დენით,
      რატომ გინდა იცრუო და ააცურო მაღლა ცაზე,
      დაწერილი შენი ლექსი დააბიჯებს ქვეყანაზე.
      ახალგაზრდა ქალი-ვაჟი ისხდნენ ერთურთს ეხვეოდნენ
      უთბილესი ცრემლთა ღვარით ერთმანეთში ნავარდობდნენ,
      არ ახსოვდათ არვის გლოვა, არ ახსოვდათ სინანული
      და სჯეროდათ, რომ ამქვეყნად მუდამ იყო სიყვარული,
      მაგრამ ბედმა მათ სიყვარულს აღზევება არ აცალა
      და წაართვა სინანულმა სიყვარულის ტრფობის ძალა,
      ვაჟის ხელებს გამოჰგლიჯა უნაზესი გოგო-ქალი
      და მის გულში კი დამკვიდრდა სინანულის დედოფალი.
      დასტრიალებს ვაჟი კუბოს, თავს ევლება თავის სატრფოს,
      აღარ იცის რომ ამქვეყნად ვინ აძაგოს ან ვინ აქოს,
      დატანჯულა მისი სული, დატანჯულა მისი გული
      დააბჯებს სამოთხეში გარდაცვლილი გოგოს სული…
      ბედისწერამ მიუსაჯა გულმოკლულ ვაჟს სინანული,
      რასაც თვითონ ვერ აღწერდა ტავჯვის, გლოვის სიყვარული,
      დაიტირა საცოდავმა მიაყარა გულზედ მიწა
      და ცრემლების სიკამკამით გააბრწყინა დედამიწა.
      ვიცი, ვიცი კიდევ იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,
      მომავალში მისი ჩრდილი რომ არავის ავიწყდება.
      მე კი გეტყვი, რომ იმ ვაჟმა მიატივა სატრფოს სული
      და ახლა კი ულამაზეს ქალწულსა აქვს მისი გული,
      უბედურმა დაივიწყა სატრფოს გლოვა გარდაცვლილის
      და მის მკერდში გული ნორჩი აღარ კვნესის, აღარც ტირის,
      დაანგრია სიყვარული ვით ნაშენი სახლი ტირის,
      სამოთხეში გოგოს სული მოსთქვამს მოსთქვამს, ტირის, ტირის..
      ვეღარ ხვდება ლაღი ბიჭი , თუ რა სცოდა ქვეყანაზე
      და მის გულში კაეშანი მთლად შესცვალა სილამაზემ,
      შეაძრწუნა დედამიწა, შეაძრწუნა ქვეყნად ხალხი,
      ამ უიღბლო სიყვარულმა დაიხურა თავზედ თალხი.
      კიდევ იტყვი მომაკვდავო, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,
      მომავალში მისი ჩრდილი არავის არ ავიწყდება?
      ახლა მითხარ დიდო გონო, რად უარყავ მესაფლავე
      და ტაბიძის სილამაზე ქვეყანაზე ასე რად აძაგე?!
      ნუთუ შენში რელობა არ ასახა მგოსნის ლექსმა,
      რომ უარყავ მისი სიტყვა, ვინაც შექმნა დიდმა ღმერთმა,
      რომ ნიშანი ფუფუნების შეურაცხჰყვე ქვეყანაზე,
      დაწერილი შენი ლექსი დააბიჯებს ,,აი ასე”
      დადის დადის დაიკავა ხალხის გულში რომ ადგილი,
      გადაფარა მესაფლავე, ვითა მზემან კაკლის ჩრდილი,
      რომ სულ ყველას მან აუწყა ქვეყანაზე მწარე ფიქრი
      რომ თითქოსდა მესაფლავე კუბოსა სჭედს, და თან სტირის..
      არა, არა მომაკვდავო ვეღარ მსჯელობს შენი გონი,
      ახლა მივხვდი რომ ნამდვილად გადაბრუნდა ფაეტონი,
      არვის შესწევს იმის ძალა, დაამარცხოს ბედი მწარე,
      რომ მათ გულებს შემოავლოს ვით ნათელი მზე და მთვარე.
      ციდან მოდის წვიმის წვეთი, ქალს თვალთაგან ცრემლი სცვივა
      და მე ამის შემხედვარეს მკერდში გული მტკივა, მტკივა,
      მოასველა დედამიწა, შეაძრწუნა არემარე
      ჩემი ლექსით მას ვარგუნე უკვდავების მე სამარე.
      დავამკვიდრე გულმოკლული სამუდამოდ სამოთხეში,
      მისი გლოვა, სინანული გამოვსახე მე ჩემს ლექსში,
      წმინდა გრძნობა, ტრფიალება ავაცურე მაღლა ცაზე,
      სიამაყით დავაბიჯებ ამ უბედურ ქვეყანაზე.

      • მაკა ამბობს:

        მე ძალიან მომწონს ელიავას ლექსები,ეს ლექსი იმიტომ არ იქნბა ელივას რომ,აქამდესდღაც ერთხელ მაინცწაიკითხავდა.არც მისწიგებში და არც იუთუბზე.თუ შეგიძლიათ დაადგინეთ ვისია.თქვენამდე ვიღაცამ ხომ მოიტანა.ძალიან მაინტერესებს მიტომ რომ აბსოლიტურად ვეთანხმები

      • ანონიმური ამბობს:

        sheeshvit am uazro saubrebs , martla saintereso da mosawonia ……….

      • Marryammy ამბობს:

        ელიავასი არ არის დაზუსტებით ვიცი ეს პატიმრის დაწერილია და ინფორმაცია 100%ით ზუსტია ამ პატიმარს როგორც ვიცი სამუდამო ქონდა მისჯილი და როდესაც ციხიდან ეს ლექსი გამოიგზავნა საპატრიარქომ და მწერალთა კავშირმა მისი სასჯელის განახევრება მოითხოვეს პ.ს სამუდამო პატიმრობა გათვალისწინებულია რამოდენიმე წელი 🙂 ზუსტად არ მახსოვს მემგონი 50 🙂

      • ანონიმური ამბობს:

        Anti mesaplavee dawera,patimarma giga labartyavam!!

      • ანონიმური ამბობს:

        Es leqsi aris irakli benidzis datserili visac gainteresebt )))

    • Kobakhidze Dito ამბობს:

      გალაკტიონს (წაიკითხეთ ვისაც უყვარს გალაკტიონი )
      November 29, 2013 at 11:19am
      სულო ნატანჯო, მღელვარებით უკვდამყოფელო
      საუკუნეში საუკონედ წუთი სოფელო
      ერთის იმედად უიმედოდ მდგარო მგოსანაო
      გასაოცარო ფიქრთა, რითმთა, ხმათა ხმოვანო

      თავად უდაბნოვ, ოაზისო, წყურვილის მკვლელო
      თვით სიყვარულო, სიძულვილო და თვით თვითმკვლელო
      მშვიდად იძინე მშფოთვარებავ ტკბილ სამარეში
      მამა დავითზე, ხომ გიყვარდა ღამით თარეში

      აქ მესაფლავე ამოსულა, ვის კუბოს ჭედავს?!
      დარცხვენილია დაუვიწყარ საფლავებს ხედავს
      მთაწმინდის მთვარეს სამარემდის ჩამოაქვს სხივი
      “სხვივი რომელსაც სძულდა მშვიდი დღეების ტივი”

      და რომელთანაც უწესოა ყოველი წესი
      რაც იყო შენი პოეზიის ფარული მწყემსი
      მშვიდად იძინე მშფოთვარებავ ტკბილ სამარეში
      აქ მთაწმინდაზე ნათელ სულთა ობლად თარეშში

      დ.კობახიძე

    • Kobakhidze Dito ამბობს:

      გალაკტიონს ( წაიკითხეთ ვისაც უყვარს გალაკტიონი )
      November 29, 2013 at 11:19am
      სულო ნატანჯო, მღელვარებით უკვდამყოფელო
      საუკუნეში საუკონედ წუთი სოფელო
      ერთის იმედად უიმედოდ მდგარო მგოსანაო
      გასაოცარო ფიქრთა, რითმთა, ხმათა ხმოვანო

      თავად უდაბნოვ, ოაზისო, წყურვილის მკვლელო
      თვით სიყვარულო, სიძულვილო და თვით თვითმკვლელო
      მშვიდად იძინე მშფოთვარებავ ტკბილ სამარეში
      მამა დავითზე, ხომ გიყვარდა ღამით თარეში

      აქ მესაფლავე ამოსულა, ვის კუბოს ჭედავს?!
      დარცხვენილია დაუვიწყარ საფლავებს ხედავს
      მთაწმინდის მთვარეს სამარემდის ჩამოაქვს სხივი
      “სხვივი რომელსაც სძულდა მშვიდი დღეების ტივი”

      და რომელთანაც უწესოა ყოველი წესი
      რაც იყო შენი პოეზიის ფარული მწყემსი
      მშვიდად იძინე მშფოთვარებავ ტკბილ სამარეში
      აქ მთაწმინდაზე ნათელ სულთა ობლად თარეშში

      დ.კობახიძე

  2. gogla ამბობს:

    სცენარია თურქული სერიალის :)))) ლექსი დიდი ვერაფერი, თან მესაფლავე კარად ვერ წაუკითხავ ამის ავტორს

  3. ანონიმური ამბობს:

    es vinaa??? mesiaa movlenili tu??? ukvdavebas vaxlavart!!!???
    nametani xmamagla mogivida.

  4. ანონიმური ამბობს:

    ra boghma xalxi xart! mostxovet axla amis avtors, diplomi da sertipikatebi! yvelafershi kritika ar gamigia!

  5. იზაზო ამბობს:

    რა ბოღმა ხალხი ხართ, მოსთხოვეთ ეხლა ამის ავტორს სერთიიკატები და დიპლომი! არ შეიძლება ამდენი კრიტიკა! მესიამოვნა, ამ ლექსის წაკითხვა და ის რომ პატიმარი ასეთ საქმე ეწევა

  6. giorgi ამბობს:

    vinc akritikeebt ert ctrofsac ver dawert an gadawert albat cxovrebashi 🙂

  7. leonor ამბობს:

    რა თქმა უნდა კარგი ლექსია, უბრალოდ ეს ერთადერთ, (გამონაკლისს რო უწოდებენ ისეთ) შემთხვევაზეა დაწერილი და გალაკტიონი ზოგადად ქალებსა და კაცებზე წერდა, ყველაზე! მილიონ გლახაში ერთი კარგი ყოველთვის გამოერევა და პირიქით!

  8. alexandre ამბობს:

    magari biji kofila,shurianebma komentarisgan tavi sheikavet….kochag nijiero

  9. ანონიმური ამბობს:

    მომეწონა და მესიამოვნა მისი წაკითხვა
    აქ არავის კრიტიკა არ არის ეს სინამდვილეა ოღონდ იშვიათი

  10. Giorgi Gventsadze ამბობს:

    ამ პოეტის ფილოსოფია ამ ლექსის წერისას იყო არა ის რომ ჭეშმარიტება ეპოვა არამედ ის რომ ვიღაცას შეწინააღმდეგებოდა, ეს ჩანს მის ეგრედ წოდებულ “თავმდაბლობაში” ისე მთაწმინდის მთვარეზეც რომ დაწეროს ურიგო არ იქნებაა იმიტომ რომ ეხლა ჩუმი ღამეები აღარ არის, და კარგი თემაა შესადავებლად :)))

  11. ანონიმური ამბობს:

    გრძნობით დაწერილი სტრიქონებია, სულში ჩამეღვარა… ამატირა. ყოჩაღ. კმე მომეწონა

  12. ანონიმური ამბობს:

    madloba aseti siamovnebis monichebistvis,

    ertgulebarom ikargeba chvenshi mitomaa qartvelebis saqme cudad.

  13. Tamar Osadze ამბობს:

    რატომ გავრცელდა ეს მცდარი ინფორმაცია არ ვიცი, ამ ლექსის ავტორია უნიჭიერესი ახალგაზრდა პოეტი თემურ ელიავა. ამ ”პასუხსაც” აქვს თავისი პასუხი:
    პასუხი ელიავას უცნობი პოეტისგან
    მომაკვდავო შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,
    მომავალში მისი ჩრდილი რომ არავის ავიწყდება?
    გამაოცა შენმა აზრმა ლექსში ტრფობით დაწერილმა,
    რომ არავის ბედისწერა ქვეყანაზე არ ეღირსა,
    რომ სულ ყველა გლოვობს იმას, ვინც დაკარგა სიცოცხლეში,
    რომ სულ ყველა გლოვის ნაცვლად მიაბიჯებს სამოთხეში,
    რომ სულ ყველას შეუძლია ტრფობის გლოვა სინანული
    ,,რომ ერთ სატრფოს სამუდამოდ შემოავლოს სიყვარული”
    არა, არა მომაკვდავო ამაში ვერ შევთანხმდებით,
    რაღად გინდა ეგ სიცრუე მოკვდავ კაცთა ცრემთა დენით,
    რატომ გინდა იცრუო და ააცურო მაღლა ცაზე,
    დაწერილი შენი ლექსი დააბიჯებს ქვეყანაზე.
    ახალგაზრდა ქალი-ვაჟი ისხდნენ ერთურთს ეხვეოდნენ
    უთბილესი ცრემლთა ღვარით ერთმანეთში ნავარდობდნენ,
    არ ახსოვდათ არვის გლოვა, არ ახსოვდათ სინანული
    და სჯეროდათ, რომ ამქვეყნად მუდამ იყო სიყვარული,
    მაგრამ ბედმა მათ სიყვარულს აღზევება არ აცალა
    და წაართვა სინანულმა სიყვარულის ტრფობის ძალა,
    ვაჟის ხელებს გამოჰგლიჯა უნაზესი გოგო-ქალი
    და მის გულში კი დამკვიდრდა სინანულის დედოფალი.
    დასტრიალებს ვაჟი კუბოს, თავს ევლება თავის სატრფოს,
    აღარ იცის რომ ამქვეყნად ვინ აძაგოს ან ვინ აქოს,
    დატანჯულა მისი სული, დატანჯულა მისი გული
    დააბჯებს სამოთხეში გარდაცვლილი გოგოს სული…
    ბედისწერამ მიუსაჯა გულმოკლულ ვაჟს სინანული,
    რასაც თვითონ ვერ აღწერდა ტავჯვის, გლოვის სიყვარული,
    დაიტირა საცოდავმა მიაყარა გულზედ მიწა
    და ცრემლების სიკამკამით გააბრწყინა დედამიწა.
    ვიცი, ვიცი კიდევ იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,
    მომავალში მისი ჩრდილი რომ არავის ავიწყდება.
    მე კი გეტყვი, რომ იმ ვაჟმა მიატივა სატრფოს სული
    და ახლა კი ულამაზეს ქალწულსა აქვს მისი გული,
    უბედურმა დაივიწყა სატრფოს გლოვა გარდაცვლილის
    და მის მკერდში გული ნორჩი აღარ კვნესის, აღარც ტირის,
    დაანგრია სიყვარული ვით ნაშენი სახლი ტირის,
    სამოთხეში გოგოს სული მოსთქვამს მოსთქვამს, ტირის, ტირის..
    ვეღარ ხვდება ლაღი ბიჭი , თუ რა სცოდა ქვეყანაზე
    და მის გულში კაეშანი მთლად შესცვალა სილამაზემ,
    შეაძრწუნა დედამიწა, შეაძრწუნა ქვეყნად ხალხი,
    ამ უიღბლო სიყვარულმა დაიხურა თავზედ თალხი.
    კიდევ იტყვი მომაკვდავო, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,
    მომავალში მისი ჩრდილი არავის არ ავიწყდება?
    ახლა მითხარ დიდო გონო, რად უარყავ მესაფლავე
    და ტაბიძის სილამაზე ქვეყანაზე ასე რად აძაგე?!
    ნუთუ შენში რელობა არ ასახა მგოსნის ლექსმა,
    რომ უარყავ მისი სიტყვა, ვინაც შექმნა დიდმა ღმერთმა,
    რომ ნიშანი ფუფუნების შეურაცხჰყვე ქვეყანაზე,
    დაწერილი შენი ლექსი დააბიჯებს ,,აი ასე”
    დადის დადის დაიკავა ხალხის გულში რომ ადგილი,
    გადაფარა მესაფლავე, ვითა მზემან კაკლის ჩრდილი,
    რომ სულ ყველას მან აუწყა ქვეყანაზე მწარე ფიქრი
    რომ თითქოსდა მესაფლავე კუბოსა სჭედს, და თან სტირის..
    არა, არა მომაკვდავო ვეღარ მსჯელობს შენი გონი,
    ახლა მივხვდი რომ ნამდვილად გადაბრუნდა ფაეტონი,
    არვის შესწევს იმის ძალა, დაამარცხოს ბედი მწარე,
    რომ მათ გულებს შემოავლოს ვით ნათელი მზე და მთვარე.
    ციდან მოდის წვიმის წვეთი, ქალს თვალთაგან ცრემლი სცვივა
    და მე ამის შემხედვარეს მკერდში გული მტკივა, მტკივა,
    მოასველა დედამიწა, შეაძრწუნა არემარე
    ჩემი ლექსით მას ვარგუნე უკვდავების მე სამარე.
    დავამკვიდრე გულმოკლული სამუდამოდ სამოთხეში,
    მისი გლოვა, სინანული გამოვსახე მე ჩემს ლექსში,
    წმინდა გრძნობა, ტრფიალება ავაცურე მაღლა ცაზე,
    სიამაყით დავაბიჯებ ამ უბედურ ქვეყანაზე.

  14. Nugzar Tsimintia ამბობს:

    “როგორც ერთია კავკასიონი, ისე ერთია გალაკტიონი”! ის გენიოსი იმიტომაცაა რომ თავისუფალია კონკრეტულის გავლენისაგან, ვერ ავიწროვებს სენტინენტალურობა. წარმომიდგენია გალაკტიონის ღიმილი ამის წაკითხვაზე…

  15. ... ამბობს:

    VINC AR ICIS IMIS SAYURADGEBOD!!!! galaqtiono ARA galaktioni da uvicobas ro amjgavnebt sircxvilia! genioss uwodebt da saxels ver gamotqvamt sworad ! dzalit nakitxis shtabechdilebis datovebas nu cdilobt! uvicebo!

    • SANDRO BEND ამბობს:

      galaqtion tabidze aris saxeli da gvari, galaktioni dairqva tviton da amito tu unda adamiani saxelit moixseniebs tuunda fsevdonimit :))

      • mon ამბობს:

        შენ მართლა უვიცო და დეგენერატო თავი რომ დიდი ვინმე გგონია, თუ იცი რომ თავად გალა-ქ-ტიონს სურდა მისთვის, გალა-ქ-ტიონი ეწოდებინათ, რადგან ის ერთადერთი და განუმეორებელი იყო გალა-კ-ტიონთა შორის…აქ, ამ ორ ლექსზეა მსჯელობა და შენ მის სახელს უკირკიტებ, ან საერთოდაც რატომ არის ყველგან სადაც ეს პოეტი ნახსენებია დავა მის სახელზე? და შენ და შენნაირები ბევრი რომ არაფერი იცით, იმის მაგივრად რომ იმსჯელოთ იმაზე რაც სტატიაშია, ამ სახელს ატრიალებთ და ლანძღავთ მათ ვინც ერთ ასოს ცვლის სახელში, იქნებ უნებურადაც, და შენ გგონია იმათზე მაგარი ხარ ვინც გალაკტიონის ნაცვლად გალაქტიონს ამბობს არა? უკაცრავად ნათქვამია და მართლა უვიცი ხარ… არასოდეს ქართულ ინტერნეტ სივრცეში არ მომისმენია ჯანსაღი კრიტიკა, იცი რატომ? იმიტომ რომ ქართველებში ბევრია შენნაირი იდიოტი….

  16. ანონიმური ამბობს:

    me momewona kargi iyooo

  17. ანონიმური ამბობს:

    galaqtioni ro geniosia amas axsna ganmarteba ar chirdeba, da verc veravin ver shejibreba da ver gakritikebs, xolo rac shexeba am leqsis avtors kochag kargi iko, mase gagzele.

  18. shako ამბობს:

    jer arasdros ar shobila show ase mcdari mrisxanebit shemosili dabogmili qnari shurit iwvevs kritikas da xalxis tavebs agrevs galaqtioni magari poeti iyo es icit sad mjgavndeba tundac imashi ro es danarcheni leqsebi misi leqsis weris maneras gavs xoda jer is iyo mere damarchenebi misi mimdevrebi ise chemtvis jer vaja fshavela sicocxle qreba sisxli sdis zviadauri kvdeboda guli ver mohkla mtris xelma guli guladve rcheboda

  19. mcIgnOBARI ამბობს:

    geniosii ar ambobda, mesaflave ambobda magas rom qveyanaze vinc ki kvdeba i, wutshive misi chrdili……….. eseti shtabechdileba mrcheba rom avtors ar aqvs leqsi wakitxuli, an ver chawvda azrs bolomde. rogorc ar unda adzagebdes avtori galaktions, faqtad is rcheba rom, unda ragacit gautoldes mas, ukidegano ampartavnebis meti me mag leqsshi veraperi wavikitxe, ho da kide ragac mogonili siyvarulis ambavi, visac kargad aqvs gaazrebuli “mesaflave”

  20. gigatevzadze ამბობს:

    am leqsis avtori chemtan ertad ijda rustavis me17e sabyrobileshi #40 kamerashi,romlis saxelia giga lapartyava warmoshvebit samtrediidan. amjamad imyopeba saqartvelos sazgvrebs garet kerdzod ki rusetshi. zemoagnishnulma patimarma moixada 12 weli da am wlebis mandzilze yoveltvis werda leqsebs da presashic xshirad aqveynebda.

    • bubu ამბობს:

      jer erti rustavshi me_17_e sapyrobile ar aris da tyuilebis laparaks morchit,ram gagaborotat xalxo uktsi tkvn dacert da mere akritiket sxva, am leqsis avtori jer kidev rustavis me-6-e sapyrobileshi zis da kidv bevri poema aqvs shqmnili ase rom avtorobis mibralebbs morchit

  21. ანონიმური ამბობს:

    magaria>>>

  22. ანონიმური ამბობს:

    rodindeli leqsia?

  23. marusaa ამბობს:

    Anonymous : martalixar camde ra … am xalxs rac shexeba shuri da shuri da isev da isev shurii…arada darcmunebulivar naxevarze mets mesaflavec ki araqt cakitxuli 😀

  24. bokveri ამბობს:

    genioss sheni pasuxi ar schirdeba, zusrad shennairebistvis dawera galaktionma mesaflave,is vajic shennairad fiqrobda egona ertguli darcheboda bolomde,magram…..vitom genioso patimaro arasodes tqva arasodeso xom gagigia faqtis win,rom dadgebi mashin galaqtions kiara shens tavs dauwere pasuxi ertgulebaze.

  25. ანონიმური ამბობს:

    m

  26. ანონიმური ამბობს:

    komo

  27. ggg ამბობს:

    xalxo am leksis avtori kidev cixeshia da davai davirazmet rustavis 6stan akcia movakcot gamoushvan ))))))))))

  28. tazocicishviliyahoo.com ამბობს:

    ჯერ ეგერთი ვიღაც გაუნათლებელმა დაწერა ეს პოსტი რომ “გალაქტიონ ” ნამდვილი არის გალაკტიონი და არა გალაქტიონი,ჯერ წერა ისწავლოს ამ პოსტის დამწერმა და მერე შექმნას პოსტები!

  29. Kikte ამბობს:

    Rageshvelebat

  30. Kikte ამბობს:

    Rageeshvelebat

  31. ანონიმური ამბობს:

    ქართველებო შეერთდით! შეუვარდით ამ პატიმარს ციხეში და გააკრიტიკეთ. ცემეთ, გალანძღეთ, მოკალით! როგორ გაბედა, რომ გალაქტიონისთვის ეპასუხა! ეს რა ჩაიდინა, რომ გაბედა და ლექსი ააგო “მესაფლავეზე”. მაგარი ლექსების წერა ხომ მხოლოდ გალაქტიონს და იმ ცნობილ პოეტებს შეეძლოთ ვინც უკვე აღიარეს, ვისშიც უკვე დარწმუნებულები ხართ, რომ უმრავლესობას მოსწონს და ესეც თქვენი გარანტია იმისა, რომ სწორი აზროვნება და გემოვნება გაქვთ. სხვებს აღარ შეუძლიათ? პოეზიაც გარდაცვლილ, დიდ პოეტებთან ერთად მოკვდა? პოეტები კვდებიან და არა პოეზია. აჩრდილები გააღმერთეთ და ცოცხლები დამარხეთ. არასდროს არ შეუწყოთ ხელი სიახლეს და ახალ სიცოცხლეს. კუბოებში ჩაძვერით და გთხოვთ, ძალიან გთხოვთ, თუ სათანადოდ არ ფხიზლობთ, სამუდამოდ მაინც დაიძინეთ!

  32. ანა ამბობს:

    ქართველებო შეერთდით! შეუვარდით ამ პატიმარს ციხეში და გააკრიტიკეთ. ცემეთ, გალანძღეთ, მოკალით! როგორ გაბედა, რომ გალაქტიონისთვის ეპასუხა! ეს რა ჩაიდინა, რომ გაბედა და ლექსი ააგო “მესაფლავეზე”. მაგარი ლექსების წერა ხომ მხოლოდ გალაქტიონს და იმ ცნობილ პოეტებს შეეძლოთ ვინც უკვე აღიარეს, ვისშიც უკვე დარწმუნებულები ხართ, რომ უმრავლესობას მოსწონს და ესეც თქვენი გარანტია იმისა, რომ სწორი აზროვნება და გემოვნება გაქვთ. სხვებს აღარ შეუძლიათ? პოეზიაც გარდაცვლილ, დიდ პოეტებთან ერთად მოკვდა? პოეტები კვდებიან და არა პოეზია. აჩრდილები გააღმერთეთ და ცოცხლები დამარხეთ. არასდროს არ შეუწყოთ ხელი სიახლეს და ახალ სიცოცხლეს. კუბოებში ჩაძვერით და გთხოვთ, ძალიან გთხოვთ, თუ სათანადოდ არ ფხიზლობთ, სამუდამოდ მაინც დაიძინეთ!

  33. Lali Janelidze ამბობს:

    unihieresi yofila is patimari, amas egoistebis meti aravin gaakritikebs. magari xar, gaixare….

  34. ანონიმური ამბობს:

    tu masea ro leqsi dawera patimarma da uvado patimroba sheucvales daujerebelia

  35. ანონიმური ამბობს:

    შუა ხნის კაცი გახლავართ, სიბერეს მიტანებული
    მზის სხივი თვალით ვერ ვნახე, სული მაქვს გამწარებული,
    ბუნება ჩემთვის უცხოა, ვარდ – ყვავილი და ხეხილი,
    დილეგში ნარზე გდებისგან, ზურგი მაქვს გადახეხილი,

    ამბავი მინდა გიამბოთ, ჩემი ცხოვრება დილეგის,
    თავად იწამებთ რომ ნახოთ, ყოფა-ცხოვრება ვირების,
    მეოცე წელი დავხურე ოცდა-ერთს ვდგევარ მეხივით,
    სული კი მიდგას ჯიელის, ხორცი გამიხდა ნეხვივით.

    ალბათ გსმენიათ ყვარვარეს, ციხე რომ ჰქონდა ბებერი,
    იმ ციხეს ახლა შევნატრით, გიჯი, ჭკვიანი, რეგვენი,
    თავს არ შეგაწყენთ ყვარვარეს, ციხე-კოშკების ამბავზე,
    ვეღარც კარგს ვამბობ, ვეღარც ცუდს, იმ აშმორებულ ნაგავზე.

    ერთ სისხამ დილით ციხეზე, შემოგვივარდა ,,ნაძორი’’
    ყვირის: ყვარყვარე გადადგა!!! ერს აღარაყავს გამძღოლი,
    მაგრამ იმ წუთას-მეორემ: ბიჭო! ეგ მასე არ არის!
    გამოჩნდა მისი შემცვლელი, ბიჭი პრინცების სადარი.

    პრინცი აღმოჩნდა სომეხი, ახალგაზრდაა ჯიელი,
    დაგმო ქართველთა ადათი, ზნე-ჩვეულება ხნიერი,
    ყარაჩოღელებს გაუხდა, მოსისხლე მტერი ტიალი,
    ყველას ქურდობა აბრალა, შეთითხნა შავი პიარი.

    აიას გზაზე დაადგა თავის კორტეჟით, ამალით,
    მეფეს სიგიჯე დაეტყო ვერ უმკურნალებ წამალით,
    დავითის საფლავს მიაგნო ფიცით დატოვა გელათი,
    თუ სოხუმს ვერ დავიბრუნებ-ბიჭი არ ვიყო ბელადი!

    გაჰყვირის: ,,ქურდებს ესროლეთ!’’ არ შეგიტოკდეთ ხელიო,
    რომელიც უფრო მეტს მოკლავს-იმას მიართვით ძღვენიო,
    ქართველებს ხელი სჭირდებათ, რკინის მარჯვენი ძლიერი,
    გაანადგურა ამოშთო, ახალგაზრდა თუ ხნიერი.

    გვიმტკიცებს: ასე ვაშენებ დემოკრატიულ ცხოვრებას!
    გვაბრიყვებს: ბევრს დააგროვებთ-ოქროს, ფულსა და ქონებას
    ჩაბერა თავის ტყუილი, მუშა კაცს, გლეხის გონებას,
    ბეჩავ გონს მოდით ქართველნო!- ბაბუაჩემის ცხონებას!

    დაიწო ციხის შენობა, ევროპული და გიგანტი,
    ისეთ პიარებს აკეთებს, ვერ იტყვის ენა-კვიმატი,
    თვის დასაწყისში, საძირკველს საწყალი მუშა ამოჭრის,
    თვის ბოლოს ციხეს გაგვიხსნის, წითელ ლენტასაც გაგვიჭრის.

    ბებერ ციხეზე მოგვადგა, ჯარი ურიცხვი ძლიერი,-
    სპას მოუძღვება ურჯულო, კაცი უსირცხვო ცბიერი,
    ღრიალებს: ციხე დავიბყროთ! გიჯია სულ-მანკიერი,
    მყისვე ბომბები აფეთქდა, ვერ უძლებს ციხე ხნიერი.

    შემოგვივარდნენ დილეგში, გადაგვიროფეს თავები,
    სათქმელად მეტად ძნელია, სისხლს სვავდნენ როგორც სვავები,
    ზოგი ხელ-კეტით გვირტყავდა, ზოგი ავტომატს გვესროდა,
    ბებერ კედლებში, ციხეზე-პატიმრის კვნესა გვესმოდა.

    ამათ საქციელს ვერ ახსნის, ვერც მეცნიერი მოგვები,
    რათ უნდა ბეჩავ პატიმარს, ჯარი, ტანკი და ბომბები?
    ან რათ უნდოდათ ნუსხაში, ამოკითხული გვარები?
    გამოარჩიეს დაყარეს, უსულოთ მათი გვამები.

    თავში დამიდის კითხვები, ამ სასაკლაოს მნახველი,
    მსჯავრი ეს არის პატიმრის!? ამას დამირქვით სახელი!
    ან როგორ უნდა ვიცოცხლო, როგორი ყოფაც დღეს არის?
    ეს არის დემოკრატია!? თქვენი რეფორმა ეს არის!?

    მკვლელების ბანდა გაიხსნა, მათ გამოეყო სარდალი,
    ახალაია ბაჩუკის, ქვეყნად არა ყავს ბადალი,
    აგვიხსნა,ნაზად გვიამბო, დამცინავად და ცინიზმით,
    ევროპულ ციხეს განახებთ! მე გაგიძღვებით რკინიგზიტ!

    გურჯი ტყვესავით წაგვდნეს, ურდო მოგვყვება მრავალი,
    რკინის ვაგონში შეგვდენეს, ოც-ოცად ავან-ჩავანი,
    პირველ ოცეულს ვერიე, ნაცემი-ნეკნებ-ბზარებით,
    ახალაია პატიმრებს, გაგვეცნო გლოვის ზარებით.

    რკინის ვაგონში დაგვკეტეს, ბიჭებს დაგვადგა საშველი,
    სანამ ქუტაისს ჩაგვიყვანს, არა გვყავს სუნთქვის დამშლელი,
    თვალი შევავლე, ვაგონში, პატიმრებს თავ-პირ სისხლიანს,
    დაჩეხილები სულს ებრძვის, სიცოცხლეს-თითო მისხლიანს.

    ნახევრად ბნელა ვაგონში, ჭრაქივით ბჟუტავს ნათურა,
    თითქოს სამძიმარს გვიცხადებს, სევდის ფერხულში ჩართულა,
    ნეტავ ვინ დარდობს სიბნელეს? ან ვიღას ახსოვს მზის სხივი?
    კვნესა, სევდა და სიკვდილი შემოგვეპარა ნისლივით.

    ჩემ წინ ზის სვანი ,,მუხბერი’’ ქუდიც ახურავს სვანური,
    გაჭირვების ჟამს მოთმენის ნიჭი აქვს უნიკალური,
    გვერდიდან კვნესა მომესმა, ფეხში დაჭრილა საწყალი,
    ..ნენას’’ აუგად ახსენებს, აჭარელია გამწყრალი.

    ვიღაცის ხელი გვერდიდან, მაწვდის ასანთს და თამბაქოს,
    სიტყვით გვამხნევებს გურული, ვატყობ: უნდა რომ თან გვაქოს,
    ..ნენა! რას შობა აბდალი, აი ტუტუცი მთავრობა?!
    ასე დაჭრილი კაძახის რაფრა იქნება მგზავრობა?!’’

    პასუხობს იქვე კახელი, ხმაში დაეტყო ბზარფები:
    ,,ბარემ ბალახი გვაჭამონ, გულზე შეგვაბან ზარები,
    ზურგზე გუთანი დაგვადგან, მოგვახნეინონ ყანაში,
    ასეთ ყოფაში ბიჭებო, ვირი არა გვყავ მანავში!’’

    რატომ ,,ტო’’ რატომ ვირები? იუკადრისა ვაკელმა,
    ვირები თვითონ არიან! მიუგო სოლოლაკელმა,
    მეგრელსაც თავისებურად გულზე მოაწვა ნაღველი,
    არც მე არა ვარ ,,ჩქიმ ჯიმა’’ ასეთი რამის მნახველი.

    იუმორს მაინც არ იშლის, ჩვენი გურული ფირალი,
    ხუმრობამ გამოაცოცხლა, დაჭრილთა სული მტირალი,
    ამბობს: ,,აიას დაგვხვდება ახალაიას ფეშკაში,
    მწვადებს და ღვინოს-ტიკებით, ამოგვაწვდიან რეშკაში,,

    საკანს ევროპულს მოგვცემენ – ნოხებს არაბულს გაშლიან,
    ჩვენ დარდს და წყენას-გულიდან, სულ ერთიანად წაშლიან,
    ალბათ სიკვდილი აჯობებს, ამ გააბდლებულ ცხოვრებას,
    დროა ბაწარი მოვქსოვოთ – ბაბუაჩემის ცხონებას!

    ასე ხუმრობდა გურული, თან იამებდა იარებს,
    უახლოვდებით აიას, რკინის ბორბალი ტრიალებს,
    ტუსაღი წუთებს ითვლიდა, მატარებელი ჭრიალებს,
    წამია წუთი სოფელი, უთქვამთ ბრძენ კაცებს ჭკვიანებს!

    რკინის ვაგონი შევიდა, აიას ჭრიალ-ჭრიალით,
    ნიშანი მისცა საყვირმა, დასჭექა ომახიანი,
    გამოჩნდა ციხის შენობა, ჭრელ-ჭრელი საღებავებით,
    გარედან ვერ დავიწუნებთ, ვერავის შევედავებით.

    ფაშა-ბაჩუკი მოვიდა, ურდო მძივივით განაწყო,
    კენტი-ლუწები დათვალა და კოლიდორი მოგვიწყო,
    იარაღს აჟღარუნებენ, ბრძოლისთვის ემზადებიან,
    შავი ნიღბები ახურავთ, ლუციფერს ემსგავსებიან.

    ვაგონის კარი გაგვიღეს, კარი ჟანგისგან ჭრიალებს,
    გახელებული ბაჩუკი, განწირულივით ღრიალებს;
    თითო-თითოო! გვიყვირის თავ-დაღუნული იარეთ!
    თან ოპერატორს მოუხმო;-არიქა გამაპიარეთ!

    პირველად ჩვენთან მოვიდა, პირველ ოცეულს პატიჟებს,
    ტელე-პიარის სინაზე, პატიმრებს სულ მთლად გვაგიჟებს,
    ოპერატორი გვაშუქებს, ბაჩუკი კოხტად კეკლუცობს,
    დაჭრილ პატიმართ გულები ,,მამაო ჩვენოს’’ ლოცულობს.

    ევროპულ პიარს რომ მორჩნენ მერე დაიწყო წამება,
    ქართული ციხის პატიმრებს, მოთმენა არ გვესწავლება,
    კენტად მივყვებით კოლიდორს, ატყდა კეტების ტკაცუნი,
    ზოგი ვერ უძლებს ამ ტანჯვას, სული აქვს გადაქანცული.

    სწრაფად თუ გავალთ, შავ გვირაბს, უფრო ნაკლები მოგვხვდება,
    თუ ფეხი სადმე წაგვიცდა, საქმე ტუსაღის წახდება,
    მეგობრის ვალი ყოფილა, წამხდარი საქმის სწორება,
    სიტყვა წინაპრის ნათქვამი, სულელს არ გაესწორება,

    ჭირმა ჩემთვისაც იცალა, არასდროს მწყალობს მე ბედი,
    დაჭრილი იყო საწყალი, წამექცა წინა-მორბედი,
    შედგნენ წიხლებით საცოდავს, აღარ ინდობდა ჯალათი,
    სასწრაფოდ უნდა მას შველა, ამას არ უნდა კამათი.

    ვეცი საცოდავს მკლავებში, ვეცადე წამოყენებას,
    მაგრამ არ გვაცდის ტიალი, ხერხების გამოყენებას,
    ვეღარ შევძელი ადგომა, ხელში დამძიმდა ბედკრული,
    მეც მასთან ერთად დამაგდეს, ვალ-მოხდილ გონ-დაკარგული.

    თავში დამიდის კითხვები, ამ უღმერთობის მნახველი,
    მსჯავრი ეს არის პატიმრის?! ამას დამირვით სახელი!
    ან როგორ უნდა ვიცოცხლო, როგორი ყოფაც დღეს არის!?
    ეს არის დემოკრატია?! თქვენი რეფორმა ეს არის?!

    ცოდვილი სული დაბრუნდა, იპოვა მისი სავანე,
    ჯერ არ ყოფილა ჩემი დრო, მოტყუვდა შავი სამარე,
    სადღაც ოთახში დამაგდეს, მიცვალებული ვგონივარ,
    ძარღვებში სისხლი დაიძრა, ნელ-ნელა ფერზე მოვდივარ.

    ფეხზე ადექი ყაჩაღო! ყურში მომესმა ბრძანება,
    წიხლი მომარტყა მეორემ, ვიგრძენი გადაქანება,
    ვცდილობ რომ ფეხზე წამოვდგე, მაგრამ მუხლები მღალატობს,
    ასე გულ-ღვიძლის არევა გასცდა საზღვრებს და კალაპოტს.

    მზრუნველი ხელის შეხება, ვიგრძენი უცებ გვერდიდან,
    ღვთის ანგელოზად ჩავთვალე, რომ ამომიდგა ფერდიდან,
    ჩემი ძმობილი ყოფილა, სვანი ,,მუხბერი’’ გოგიტა,
    ჭირში რალატი არ იცის, ტრიალებს ძმობის ორბიტა.

    თვალი დავლანდე ჩემს გვერდით, ალბათ ეწერა ეს ბედი,
    იქვე კუთხეში მიაგდეს, უსულოდ წინა-მორბედი,
    ცოცხალთა მწკრივში აღმოვჩნდი, ფერ დაკარგული ტუსაღი,
    მწკრივი დაკოჭლდა, არ დარჩა ჯანზე მყოფი და სულ საღი,

    ჩხრეკვითი ღონის-ძიებით, გვიბრძანეს ტანზე გაძრობა,
    აქ! მაგიდაზე დააწყვეთ: ფული, ოქრო და განძობა,
    გაგვაძრეს ტანისამოსი, წინდა, წუღები: საცვალი,
    ჩანთიდან ამოგვიქექეს, სამოსი გამონაცვალი.

    მწკრივი დგას დედიშობილა, მოგვიჩანს სირცხვილეული,
    შიშვლებს დაკითხვა მოგვიწყვეს, ცინიზმით გაზავებული,
    შემხსნეს ნიშნობის ბეჭედი, თან მიაყოლეს საათი,
    ასე წაართვეს სუყველას, მოგვიწყვეს ძარცვის საათი.

    გულზე რომ ,,ჯვარცმა’’ მეკიდა, მისი ჩამოხსნაც მიბრძანეს,
    გავურჩდი აღარ დავუთმე, სიწმინდე ეშმას-შავ ძალებს,
    მარჯვენი მკერდძე მივიდე, მუშტით შევკარი ის ჯვარი,
    სიკვდილს თვალებში ვუყურებ და შემომაწვა გულს ჯავრი.

    რამდენს გვიბედავს ეს გველი! მიყვირეს გაავებული,
    ფაშა-ბაჩუკის ღრიალზე, მომცვივდნენ გახელებული,
    მუშტების წვიმა მეძგერა, მუშტები გოლიათური,
    გონ-დაკარგული, შიშველი მათრიეს ოთხი სართული

    ძარცვა, გლეჯვა და ქურდობა, რა კაი რამე ყოფილა!
    ზედ კაცის დაკვლა ღორივით, თურმე კანონი ყოფილა!
    სულის გაყიდვა, მრუშობა წმინდანი საქმე ყოფილა!
    ღირსების ფეხ-ქვეშ გათელვა, მათგან არ გამოყოფილა!

    ეს არის თქვენი სიმართლე!? ასე დავზარდოთ თაობა!?
    ამას გვიმოძღვრავს, გვასწავლის ეს ჰიბრიტული მთავრობა!
    სასამართლოსგან მოსჯილი-მსჯავრი ნელ-ნელა მძიმდება,
    ქმრის მოლოდინში ბედკრული, პატიმრის ცოლი ქვრივდება.

    თავში დამიდის კითხვები, ამ უღმერთობის მნახველი,
    მსჯავრი ეს არის პატიმრის?! ამას დამირვით სახელი!
    ან როგორ უნდა ვიცოცხლო, როგორი ყოფაც დღეს არის!?
    ეს არის დემოკრატია?! თქვენი რეფორმა ეს არის?!

    გონზე მოვედი საკანში, გასისხლულ, თავ-გატეხილი,
    ჩემს გვერდით სვანი სულს ღაფავს, ხელი აქვს გადატეხილი,
    თურმე ქმედება დაუგმეს, მისას არ იშლის გოგიტა,
    ბედის ბორბალი ტრიალებს, ტრიალებს ძმობის ორბიტა.

    ჩვენი ხუმარაც აქ არის, ენა-წყლიანი გურული,
    ჩვენს გარდა კიდევ ორნია, სისხლისგან გამოწურულნი,
    სუსხი დაგვიდის ძარღვებში, სევდა გვაქვს გულში გაყრილი
    მეგრელი ფეხში დაჭრილა, აწყნარებს გუდამაყრელი,

    სისხლის მობანვას ვეცადეთ, წყალი ვეძებეთ საკანში,
    მილები გამოფიტულა, გვალვა დამდგარა ონკანში,
    დგას ექვსი ნარი ჩონჩხივით, ლეიბიც არ აფენია,
    ჯერ კიდევ სად ხარ ტუსაღო! ეს კიდევ არაფერია.

    აწი იწყება ცხოვრება, ევროპული და ლამაზი,
    ფიქრობს ტუსაღის გონება, აზრს აცხობს როგორც ხაბაზი,
    ნეტავი მოკვლას ცდილობენ? ნეტავი კიდევ რა გველის?
    ნეტავი კიდევ გვიხილავს, მომსვლელი თვალი მნახველის?

    გაუსაძლისმა ტკივილმა, იმატა ცოდვილ საკანში,
    ისეთ ყოფაში გაგვწურა, სპილო რომ ჩასვა ბაკანში,
    დავიწყეთ კარის ბრახუნი, ვეღარ გვიშველის ვექილი,
    ჩვენ მეთვალყურეს მოვთხოვეთ, ტრავმატოლოგი ექიმი.

    კარი უეცრად გაიღო, თავზე დაგვადგა ჯალათი,
    გვიყურებს, ყველა სულს ვღაფავთ, გვაცვია სისხლის ხალათი
    მზრუნველი ტონით მოგვიგო-გია ვარ მუკმანიანი,
    რომელს გჭირდებათ მკურნალი, ვინ არის გულ-მანკიანი?!

    მზრუნველი ტონი არ მომწონს, ნათქვამი დაყვავებული,
    ვის მოუცია ციხეში, ედემი აყვავებული?!
    მუკმანიანმა გაგვიხმო, მკურნალთან თითოეული,
    სამორიგეო ოთახში, ბანდა ყავს ჩასაფრებული.

    ატყდა ჭაჭების დაზელვა, კეტების თავში ბრახუნი,
    ვეღარ გავუძლებ, აღარ მაქვს, ძალები შემონახული,
    ამ დროს ვიღაცამ იყვირა: ეყოფა ამის დედაცო!…
    ვაცადოთ, იქნებ ივარგოს, დაიმსახუროს ქებაცო!

    რეჟიმის შეფი გახლავარ, ჩეგიანი ვარ მამია,
    ჩემთან ვინც ურჩობს იცოდე, ის უეჭველი გვამია!
    თანამშრომლობას გთავაზობ, მაგრამ ვერ მოგცემ ,,რაციას’’
    რაც კი მოხდება საკანში, მომაწვდი ინფორმაციას!!!

    ვეღარ შევძელი მოთმენა, სისხლი ადუღდა ვენებში,
    იუდას ამბორს ვინ შეძლებს, თუკი არ დაჰყვა გენებში,
    ამას რას მკადრებთ ღორებო! ბაგეს მოვწყვიტე გინება,
    ხორცის დაძიძგვნას არ კმარობთ, მოგინდათ გადაბირება!?

    სულს ვერ მიწვდებით, არ ძალგიწთ, მასზე ხელების ფათური!
    მარცხია კუნთის თამაში, რომც გქონდეთ გოლიათური!
    სვავებსაც შევუჭამივარ, აღარ მჭირდება მე ლეში!
    სისხლი დალიეთ, გამთანგეთ და გადამაგდეთ ღელეში!

    დამიგმეს ხისტი პასუხი, არ მომიწონეს ქმედება,
    ურჩი ყოფილა ოხერი, ეს სხვასაც გადაედება,
    ციხის უფროსთან აფრინეს, მაცნე ფეხ-მარდი, ფრთოსანი,
    ამბავი ჩაურაკრაკა, ენით ვერ იტყვის მგოსანი.

    ატყდა ჭინკების ფუთ-ფუთი, ფაცი-ფუცი და ჩურჩული,
    ალყა დამარტყეს ოთახში, შეივსო კუთხე- კუნჭული,
    ციხის უფროსიც მოვიდა, სიარული აქვს ქუჩური,
    ნარკომანია ტიალი, მოხრილი, თვალ-დახუჭული,

    თვალები ძლივს გაახილა, ხრინწიანი ხმით დაიწყო:
    კუჭუხიძე ვარ ირაკლი- ხელები ზურგზე დაიწყო,
    თრიაქმა ძალას უმატა, მერე ფხანვები აუტყდა,
    თქვა ორი სიტყვა სლოგანით: ,,ბიჭო რა მაგრად გამიტყდა!’’

    ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ, საიქიოსთვის აფსუსი,
    ნუთუ ვერ ხვდები კაცობას, რომ დაემართა ლაფსუსი!?
    სამართალს ახლა ჩვენ ვადგენთ ჩვენი სიტყვაა კანონი!
    ,,მორიგე’’ აღარ ახსენო, მიიღე როგორც ბატონი!

    ურჩობა აღარ გაბედო, გირჩევ რომ თავი დახარო!
    დრო დადგა რქები მოიხსნა და მორჩილება მახარო!
    გაგიჟდნენ, გადაირივნენ, აიჭრა მთელი სამყარო,
    სიკვდილს ვარჩევდი უმალვე, ფარ-ხმალი როგორ დავყარო!?

    მორალით გამიკვლევია ორმოც-წლიანი მხნეობა!
    კანონი მხოლოდ ის ვიცი, რასაც მკარნახობს ზნეობა!
    თქვენი ნათქვამი ბოდვები, ფუჭი და ფურთხის ღირსია!
    არ ვაღიარებ თქვენს კანონს, ესაა ჩემი მისია!

    ნარკომანს წარბი შეერხა და გადმოყარა დორბლები,
    ჭინკები შემომისია, არ დაინანეს კომბლები,
    არც მე ვაკლებდი გინებას, განწირული ვარ ტუსაღი,
    სიკვდილმა ხელი ჩამავლო აღარ მინდობდა რჯულ-ძაღლი.

    აიას ევრო ციხეში, სულ ერთი წელი დავყავი,
    რკინა-ბატონის ვაკუმში, დღე-ღამე ვეღარ გავყავი,
    აბანო თვალით ვერ ვნახე, წყალს ვსესხულობდით ბოთლებით,
    ღორის სალაფავს გვაძლევდნენ, პლასმასის მწვანე ქოთნებით.

    წამებით გადაიწურა წლისთავი, ევრო-დილეგში,
    ჯანმრთელობა და ნერვები, დავტოვე ქვების ფილებში,
    ეტაპში ჩამსვეს ჭინკებმა, გამომიწერეს საგზური,
    რუსთავში გამომისტუმრეს, გამომაყოლეს მეგზური.

    ისევ ნაცნობი გვირაბი-ვაგონი ისევ ჭრიალებს,
    ისევ როზგები გზა დაგზა, პატიმრის სისხლი თქრიალებს,
    რუსთავის ციხე შემომხვდა, ისიც ჭრელ-ჭრელი ფერებით,
    ჩვენ ისევ პირჯვარს ვიწერდით ნაიარევი ხელებით,

    ისევ კოლიდორს მივყვებით, ისევ ცემა და კომბალი,
    თითქოს ედემში მივდივართ, თითქოს გული გვაქვს მომბალი,
    ბევრჯერ ნანახმა სპექტაკლმა, სულ მთლად დაკარგა ეფექტი,
    მეთოდმა ვეღარ ივარგა, უკვე დაეტყო დეფექტი,
    აღარ ჭრის როზგი ჯალათის, სულ დაუკარგავს მას ფასი,
    იქნება ხერხი შეცვალოთ, თორემ დაკარგეთ ხელფასი!
    მეექვსე წელი დამეწყო, რუსთავის ციხე-ედემში,
    ყვავ-ყორანს ფერი ეცვალა, ვერავინ არჩევს გედებში,
    ჯალათი სისხლით დამთვრალა, მამა ერევა დედაში,
    არ დაანათლეს, არ დაჰყვა, ალბათ კაცობა გენებში.

    ვინ მოიგონა ეს წესი!? ნეტავ ვის მოსწონს ეს ფორმა!?
    ეს არის დემოკრატია!? ეს არის თქვენი რეფორმა?!
    ალბათ სიკვდილი ჯობია, ასე უკუღმართ ცხოვრებას!
    ბეჩავ გონს მოდით ქართველნო-ბაბუაჩემის ცხონებას!

    რაღა დავწერო არ ვიცი, რომელი ერთი გიამბოთ,
    ჩემი გულწრფელი წერილი, იქნება გულზე გეამოთ,
    ყოველ დღიური ცხოვრება, ტუსაღის როგორ აღვწერო,
    ამით ვამთავრებ მოთხრობას, ბევრი რომ აღარ გავწელო.

    • bubu ამბობს:

      es leqsic misia amaze 100procntit vagb pasuxs,es yvlaferi sinamdvilea rac am leqsshi ceria mas tviton gadaxda tavs erterti tranzitis dros roca erti sapyrobiledan meoreshi gadahyavdat,saxels da gvars ki shegnebulad ar vcer imkitxavet sanam ar daiglebit,xolo roca gamova mere yvela gaicnobt da shegrcxvbat tqveni komentarebis

    • Kakha Beri ამბობს:

      რა ცოდოა. მონანულ გულზე პატიოსანი და სათნო არ არსებობს.

  36. Barbie ამბობს:

    პატიმრის არა, უკვე ყოფილი პატიმრის ლექსი 🙂 ❤ ❤ ❤

  37. ანონიმური ამბობს:

    გინდათ გეტყვით ამ ლექსის ავტორია ყოფილი პატიმარი და ამჟამად ემიგრაციაში მყოფი,გოჩა ბრეგაძე! შეგიძლიათ დამშვიდდეთ))))

  38. bubu ამბობს:

    vai tqvens patrons bogmianebo …. am leksis patroni xlac cixeshia
    trakis tamash tavi daanebet

  39. ანონიმური ამბობს:

    shuri daggupavt qartveleebs!

  40. ანონიმური ამბობს:

    ashkarad ar icis am leqsis avtorma mesaplave da arc aqvs wakitxuli tu aqvs kiedev ashkarad ver gaigo rom galaktins dialogi sasaplaozemomushave adamintan egret wodebulmesaplavestan aqvs .

  41. Saba Barbakadze ამბობს:

    Saba Barbakadze

    Vinc am leksit dainteresdeba da am kacis shemokmedebashi echvi sheepareba kvelas am kacis original nawers wavakitxeb da mere CARIEL furclebs tavze gadavaxev… Ogond cariels… tore sad xar tkven am cheshmariti melanis girsebi…

  42. ME ამბობს:

    ისე რამსიგრძე აზრი ყოლია 🙂 😀

  43. Tamar Lomtadze ამბობს:

    მწარე რეალობას, რომ თვალი გავუსწოროდ, ცხოვრებას რომ რეალურად შევხედოთ გალაკტიონი ამბობს სიმართლეს … ამ დიდი შემოქმედების ავტორი მართლას უზღვავი ნიჭითაა დაჯილდოვებული, მაგრამ სიმართლეს თვალს ვერ ავარიდებთ.

  44. Shaka Xajalia ამბობს:

    eeh , martlac rom ver chavwvdomilvart galaqtions! me20 saukuneshi geniosebi mogvaceobnen, romelta shemoqmedeba ukvdavia. rogorc galaqtionis. ukvdavi mxolod erti mizezis gamo: yvela matgani gamorcheulad individualuri iyo. rac sheexeba galaqtions, man dacera “droshebi chqara” da rogorc vxedav dgesac ar icis umravlesobam es ratom da ra miznit dacera. rogorc tundac “mesaplave” . gmertma inebos misnairi geniosi kide hyavdes saqartvelos, magram am chven epoqari nagdad ar arsebobs. dges mxolod isaaa atacebuli vinc galaqtions badzavs, vin rustavels, vin kide ……………… vis, daikarga individi da gamorcheuli qartveli agar arsebobs!? sxvisi kritika da mibadzva, mxolod es vicit ase gamodis. da mere ajiotaji am temaze “popularuls” xdis, internet sivrceshi da mere iqnebada televiziiitac moixvechos popularoba. gaiazret da ise caikitxet galaqtioni , nagdad rom dznelad gasaazrebelia radgan is geniosis naceria…………………………..

  45. Khatuna ამბობს:

    Chems Galaqtions me vkitxe ertel,is mtvrali iyo rogorc yoveltvis
    -“batono Galaqtion tqven pirveli xart! Damisaxelet meore poeti?…
    Uceb chinkebit aevso tvali risi simartlit is iyo mtvrali…
    -“saqartveloshi???”
    chaiqirqila da lomur wverze moisva brchyali….

  46. სპირიდონი ამბობს:

    გალაკტიონს და მის „მესაფლავეს“ ვერავინ გადააფასებს და არც ამ ლექსის ავტორს ჰქონია ამის ილუზია, უბრალოდ, ავტორმა გაბედა და არ დაეთანხმა გენიოსის დასკვნას: „რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება, იმწუთშივე მისი ხსოვნა ყველა ჩვენგანს ავიწყდება“… შეჰკადრა კიდეც ამის გამო ტაქტიანი საყვედური: ასეთ კატეგორიულ დასკვნას რომ აკეთებდი, თქვენს გარშემო ერთი გულწრფელი სიყვარული როგორ ვერ შენიშნეთო… საკუთარ სულში მაინც ჩაგეხედათ, მაგრამ რახან იქაც ვერ მიაგენით, მაშინ ოოოო-ო… აქვე ძალიან საინტერესოდ გვიხატავს ალტერნატიულ ვარიანტს – ზნეობრივ გმირს, იდეალურ ადამიანს… ვისაც ეს მაგალითი ყალბი ჰგონია, მათ მიმართ ერთი ანდაზა მახსენდება, ყველა თავისი გაფუჭებულობის ხარისხის მიხედვით რომ მსჯელობს…

  47. nato ამბობს:

    saubedurod mjera,rom im patimris leqsshi simartlea agcerili.scored maseti iko clebis manszilze patimris kopa saqartvelos sapatimroebshi.exla ra xdeba ar vici da dgemde aseti cxovrebit cxovrobdnen patimrebi namdvilad

  48. nato ამბობს:

    galaqtionis geniosobashi echvi aravis epareba,magram pasuxi galaqtions dzalian momecona.nichieri adamianis dacerilia.mere ra tu patimaria?nichi tan gakva iq sadac cavida.sheudzlia cera da cers.kargad cers da gmertma qnas ipovos adgili misma leqsebma tanamedrove qartul poeziashi

  49. George Tevzadze ამბობს:

    ra patimari ris patimari,ra shuashia patimari, araferi es leqsi ar aris, kargad waikitxet mesaflavlave

  50. beka ამბობს:

    eg pasuxi gasageb enazea dawerili martali tkva vigacam zemot turkuli serialis siujetia da ar gamikvirda rom gulshematkivrebi gamouchnda:))) turkuli serialebis bumia exla chventan:D:D:D:D rac mesaflaves sheexeba ver gaigebs exla bevri is galaktionis dawerilia geniosis saukunis movlenis da ara vigac vitom patimris da ase shemdeg:D:D:D:D da es patimrebze dabraleba ratom gviyvars kide calke temaa ra rato ar sheizleboda taxistma dawera an sapojnikis pasuxi galaktionsLDLLDLDD 😀

  51. ანონიმური ამბობს:

    არ ეთანხმება გენიოსს, თავისი თქვა. ამიტომაცაა ძლიერი, გენიოსს კი არ უარჰყოფს

    • marina ამბობს:

      diax Anonymous, am pasuxs ampartavnobashi nu chautvlian.ubralod ar daetanxma did mgosans am sakitxshii, gabeda da shekadra misi mosazreba..am shemtxvevashi ukvdaveba tviton ki ara, sikvarulia. siyvaruls atkmevina -ukvdaveba geaxelio.es praza arastorad gaiges. minda bekas vupasuxo: aravis aravistvis araperi daubralebia.avtori martlac patimaria. vusurvot djanmrteloba da male gantavisupleba. darcmunebuli var is itkvis sakutar sitkvas tavisupal cxovrebashi.

  52. vazha morgoshia ამბობს:

    ra sisuleleaa ra temur eliavam ratom ibralebs es xalxi :)) pirveli leqsi pasuxi galaqtions dawera giga lapartyavam da meore leqsi pasuxis pasuxi dawera gocha nacchyebiam 😉

  53. vazha morgoshia ამბობს:

    orive patimrebi iyvnen da giga lapartyavas ara ert leqsze aqvs ase dawerili pasuxi 😉 samwuxarod ver movidziee es leqsebi internetshi

  54. Lasha Metreveli ამბობს:

    უკაცრავად ხალხნო და საიდან მოიტანეთ რომ მეორე ლექსი ,,გოჩას” დაწერილია?? ამ ლექსის ავტორი მე გახლავართ ლაშა მეტრეველი.. ლექსს სახელად ქვია პასუხათ უცნობს ,,მომაკვდავო” თავდაპირველად პასუხად გენიოსს ასე ვუწოდე ლექსს თუმცა სახელი შევცვალე და ვუწოდე პასუხად უცნობსს..

  55. Lasha Metreveli ამბობს:

    პოემა აგვისტოს ომზე

    აგვისტოს დღეა მზიანი, დარი
    უცებ ბოროტმა ჩამოჰრა ზარი;
    აგვისტოს დღეა მზიანი, დარი
    აფორიაქდა მთა, ველი, ბარი.
    შეწყდა ჭიკჭიკი მეცხალთა ლტოლვა,
    შეწყდა კამათი მეზობლებს შორის,
    წვიმის წვეთებმა დაიწყეს გლოვა
    დადგა დღე ტანჯვის ქალაქი გორის.
    რუსნი მოდიან აყვირდა ხალხი
    და ჟრიამულმა იხურა თალხი,
    მიმოიფანტნენ სიცხეში, ქარში
    დიდი-პატარა ამ ცოდვა ბრალში.
    მზიანი დარი იქცა ავდარად,
    თვით მშვიდობამაც დაჰკარგა გონი,
    ნეტავი ასე რამ გაგამწარათ
    თავს რომ დაგვესხით, ვითარცა ქორი.
    ატირებულან ხეზე ფოთლები,
    ატირებულან მთები-ველები,
    წყვდიადმა იწყო განგებად გლოვა,
    მდელოს მოედვნენ როგორც გველები.
    აფორიაქდა ერი ქართველი,
    თავის საშველად მირბოდა ყველა,
    დარჩენილნი კი სახლში, ტაძრებში
    მაღალ ღმერთისგან ითხოვდა შველას.
    უცებ გამოჩნდა კაცი რჩეული
    დიდი ღვთისაგან გამორჩეული,
    მაღალი, უხვი , ულვაშიანი
    კაცი მებრძოლი დავლათიანი.
    ტამზედ ემოზა ფორმა ქართული
    მრავალ ბრძოლაში იყო ჩართული.
    იხმო ვაჟკაცნი მხარბეჭიანი,
    ამცნო სიტყვები მარად მზიანი.
    ,,,ჰეი თქვენ ძმებო ქართველნო
    გთხოვთ მოვიკრიფოთ ყველამ გონება,
    ერთურთს ჩავსჭიდოთ სუყველამ ხელი,
    თორემ გვაქცევენ სხვები მონებად.
    ფეხქვეშ გაგვთელავს მტერი გრძნეული,
    დაგვავიწყებენ ჩვენ ქართველობას,
    მარად ვიყავით ხალხირ ჩეული
    და ბრძოლის ნიჭით გამორჩეული.
    ახლა კი ჩვენი ყველას ვალია
    დავიცვათ მიწა ღვთისგან შობილი,
    სიკვდილს ჩავხედოთ ყველამ თვალშია
    და მუდამ ვიყოთ უკვდავყოფილი.
    ბოლოს კი გეტყვით ძმები ქართველნო
    არ დავემონოთ არვის დიდებას,
    ნუ შეშინდებით გულით ამას გთხოვთ
    და მოვიპოვებთ ჩვენ გაბრწყინებას.”
    ასე მიმართა დავლათიანმა
    და უცაბედად ღვთის სამსჯავროზე
    დაისადგურა ბნელმა წყვდიადმა
    და ანგელოზნიც აღარ გალობდნენ.
    გავიდა დრო წუთი, წამები
    ცაში გიასმა ტყვიის ზარები,
    ამას დაერთო ფონად კივილი,
    კივილს თან მოჰყვა დედის ტირილი.
    ჯარი ქართული წამოსდგა ფეხზე,
    უმალ სისწრაფით განლაგდა მთებზე,
    დაიწყო ბრძოლა დაუნდობელი,
    სისხლმა დაფარა ქართლისა ველი.
    ბევრი ვაჟკაცი მიწას დაეცა,
    ბევრიც კი სიკვდილს წამით გაექცა,
    ბევრიც მოიცვა ზიზღმა ველურმა,
    ბერსაც კი ბოლოს უმტყუვნა გულმა.
    მზემ მიიხურა ბინდის საბნი
    და მიიძინა მყნვარის წვერზე,
    შავ სამოსელით მოსა მთა-ბარი
    და მოავლინა სიბნელე ველზე.
    დავლათიანი ბიჭებთან ერთად
    მოუწყვდევიათ ალყაში ჯარებს,
    თვრამეტი კაცი უამრავ მტერთან
    არრა უფრთხიან ტყვიისა ქარებს,
    რადგან ყველას სურს მათგან მშვიდობა,
    არ შემჩნევიათ ჯერ დაღლილობა,
    ქვეყნის დაცემა ანაღვლებს ყველას
    და არვინ ელის ვინმესგან შველას.
    სიკვდილის ზარმა ჩამოჰკრა სამჯერ,
    სინათლის შთანთქმა იწყო წყვდიადმა,
    კარი გააღეთ უბრძანა ცაზედ
    სამოთხის დარაჯს ღმერთმა დიადმა.
    მთვარეც გამოჩნდა ცის კაბადონზე
    იდუმალი და მარად მღიმარი,
    მაგრამ ქართველთა ცხედართა ფონზე
    უმალ გარდიქმნა გახდა მტირალი.
    ზოგი უგონოდ მიწაზე გდია,
    ზოგიც კი ითვლის სიცოცხლის წუთებს,
    სიკცდილს ხომ მაინც თავის მიაქვს
    რუსებთან ერთად ქართველთ რომ უტევს.
    დადგა დრო-ჟამი აღსრულებისა
    და თვრამეტივე ზურგზედ დაეცა,
    სოფელ შინდისის დაწყევლილ ველზე
    სიკვდილს მკლავებს ვერვინ გაექცა.
    დავლათიანი ძმისწულთან ერთად
    გაშლილ მდელოზე მისვენებულა,
    თავდადებულნი ორივე ღმერთთან
    საიქიოში წაბძანებულან.
    სახლში კი დედა მუხლებზე მდგარი,
    შვილის სიცოცხლეს ღმერთს შეავედრებს,
    უზომოდ მოსთქვამს ტირის საწყალი
    ლამაზ თვალთაგან აფრქვევს ხავერდებს.
    დედაო ღვთისავ წმინდა მარიამ,
    დედა ხარ უფლის და, როგორც დედას
    გულის წუხილი მრავალგვარია
    და გევედრები შვილისა შველას.
    ასე მოსთქვამდა მწუხარე დედა,
    თან სჰესცქეროდა ანთებულ სათელს.
    მტერო გრძნეულნო ამად ღირს ნეტავ?
    თქვენ იმ ქვეყნადაც ვერ ჰპოვებთ ნათელს.
    ასე დასრულდა აგვისტოს ეს დღე,
    სისხლით დასვრილი და ულმობელი,
    ჩვენი თვალები ნაღვლიანები
    მარად იქნება შეუშრობელი.
    მამაო ჩვენო ამად ღირს ნეტავ?
    ქაღთველი ერის ტანჯვა, წამება,
    ამ სატანური წარსულის დღეთა
    მგონი აღარ ღირს მათი წვალება.
    მათი სიცოცხლე სულ არ გადარდებს?!
    მათთვის სიმშვიდე სულ არ გწადია?!
    შენი სახელიც არა განაღვლებს
    მათ გულებში რომ დიდი განძია?
    იცოდე მოდგმა თუკი გაწყდება,
    ან კაცთა ერი გადაგვარდება,
    შენივ სახელიც მაგ ხალხთან ერთად
    მიწის წყვდიადში დასამარდება.
    ლექსის ბოლოს კი მივმართავ იმათ,
    ვისაც კი ჩვენთვის მტრობა სწადიათ,
    წადით მოგვშორდით, გვაშორეთ გესლი
    მიხედეთ იმას რაც გაბადიათ.
    მტერო გრძნეულნო თქვე უდღეურნო
    ვერაფერს ჩვენგან ვერ ეღირსებით,
    ქართველები ვართ მუდამ გახსოვდეთ
    ძალით თუარა გჯაბნით ღირსებით.

    ეძღვნება სოფელ შინდისში დაღუპულ 18 გმირს..

    ლაშა მეტრეველი

  56. Lasha Metreveli ამბობს:

    ესეც ჩემი პოემა გახლავთ..

  57. giorgi ამბობს:

    mokled da konkretulad vinc ambobs rom esleqsi chemiao nomrebi gamoushvit da danarcheni gavarkviot

  58. giorgi ამბობს:

    lasha shenc
    da eliava
    shenc

  59. giorgi ამბობს:

    da mainc visac gainteresebt es leqsi visicaaa danarchens gavarkvevt nomrebs velodebi an am nomerze shemexmianet gelodebit 597726596 gelodebittt

  60. giorgi ამბობს:

    male glodbittttt

  61. Lasha Metreveli ამბობს:

    giorgi shegidzlia memento.ge ze naxo brat es leqsi da naxav visi dawerilicaa… axla nagdad ar dagiwyeb originali namushevrebis chvenebas, tu gjera daijere da tuarada arc egaa problema.. mesaflaves pasuxi vin dawera eg ar vici, tumca pasuxi pasuxze me davwere.. ლაშა მეტრეველმა

  62. ანონიმური ამბობს:

    პასუხის პასუხი არ მომეწონა.

    • ანონიმური ამბობს:

      ყველას თავისი აზრი და შეხედულება აქვს ამა თუ იმ საკითხზე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s